Songbird - "მომღერალი ჩიტის" სევდიანი ისტორია და ნახატებად ქცეული ხალხის სიყვარული

Songbird  - "მომღერალი ჩიტის" სევდიანი  ისტორია და  ნახატებად ქცეული ხალხის სიყვარული

აუღო ალღო ინსტრუმენტს და მას შემდეგ იგი მისი განუყრელი მეგობარი გახდა. ბედის ირონიით, მამამისი ავადმყოფ ბავშვებს ასწავლიდა მუსიკას. საკუთარი შვილიც ერთ-ერთ ასეთ მოწაფედ ექცა...

ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ქართველებისთვის საამყო შემსრულებელი ქეთი მელუა და მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი ბრწყინვლე მომღერალი ნორა ჯონსი სწორედ ამ ადამიანის "ნაკვალევზე" გაჰყვნენ მუსიკალურ სარბიელს, მის მიერ ნამღერი საოცარი კომპოზიციებით შთაგონებულნი.

ევა კესიდი – ამერიკელი ვოკალისტი, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian "მისი თაობის უდიადესი ხმის პატრონად" შერაცხა.

თუმცა, 1996 წლამდე, სანამ მას 33 წლის ასაკში მელანომის იშვიათი ფორმის დიაგონიზით მოათავსებდნენ საავადმყოფოში, კესიდის სახელი საკუთარ მშობლიურ შტატს მიღმა ალბათ ძალიან ცოტა ადამიანისთვის იყო ცნობილი.

მანამდე კი იყო იყო გზა მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი და შემოქმედებითად ვრცელი... სიმღერები, რომელსაც იგი მერწყულისთვის დამახასიათებელი ნოვატორული ხედვით უძებნიდა, ახლებურ სრულიად უნიკალურ ფორმასა და ჟღერადობას. თუმცა, სცენის მიმართ პანიკური შიშის (სატურნი-ნეპტუნის კვადრატი) და გადამეტებული სიამაყის გამო (მარსი ლომის ზოდიაქოში) მას ყოველთვის ტანჯავდა მძაფრი ემოციები და ნერვიულობა, როცა პუბლიკის წინაშე უხდებოდა წარდგომა. იგი ზედმეტად თვითკრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ. ამასთან ერთად, საკმაოდ ჩაკეტილი დ ფრთხილი, ხშირად დეპრესიულიც.

Astrologia

მედიუმ ქოელი კირჩხიბის ზოდიაქოში – ფაქტია, რომ კესიდისი სიმღერები ყველაზე მეტად სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულებს "ეხება" . ამბობენ, რომ ამ ჰანგების მოსმენისას ძნელია თავი შეიკაო ცრემლებისგან, მიუხედავად იმისა, რამდენად ფლობ ინფორმაციას თუ ვინაა მათი ავტორი და შემსრულებელი.

იუპიტერი თევზების ზოდიაქოში – მოღვაწეობის სფერო მუსიკა, სახელოვნებო სარბიელი. იუპიტერს თევზებში კიდევ ერთი უნიკლური თვისება გააჩნია, როცა იგი "სწორადაა ჩართული" ინდივიდს საშუალება აქვს საკუთარი ნიჭით განმკურნებელი ფუნქცია შეიძინოს სოციუმისთვის. ამით აიხსნებ ის, თუ რატომაა ევა კესიდის სიმღერები ესოდენ ემოციური, გულშიჩამწვდომი და მელოდიურად მეტყველი.

თუკი მომღერლის რუკას დეტალურად ჩავუღრმავდებით, მარტივად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ასპექტი, რომელიც ქრონიკული დაავადების ალბათობაზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, მეექვსე-მეთორმეტე სახლების (ავადმყოფობა/სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა) დაზიანება. გარდა ამისა, სელენა ლომის ზოდიაქოში მიუთითებს იმას, რომ ინდივიდს სიკვდილის შემდეგ ელის პოპულარობა, სახელი და დიდება, რომელიც დიდ სოციუმს მოიცავს და ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გავრცელდება განურჩევლად სოციალური ფენისა, რასისა და აღმსარებლობისა ადამიანებზე (სელენა მეთერთმეტე სახლში). კესიდის სიმღერები ხომ ნებისმიერის გულამდე მარტივდ პოულობს გზას, არ აქვს მნიშვნელობა მსმენელს სიტყვები ესმის თუ არა რეალურად.

ყველაფრის მიზეზი კი სატურნი-ნეპტუნის ვერაგი კვადრატი (ზეემოციურობა, ნერვოზულობა, სოციუმის შიში) და დირექტიული კვანძი გახლდათ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. რომლის მიხედვითაც ინდივიდს უმთავრეს პრიორიტეტად ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უნდა ექცია. ეს კი ადამინისთვის, რომელიც მზის ზოდიაქოს ნიშნით მერწყულია, ლილიტის ნიშნით კი სასწორი საკმაოდ რთული და ძნელად დასაძლევი ამოცანა იქნებოდა და იყო კიდეც...

"სექსი აფუჭებს ურთიერთობს, როცა მამაკაცის გვერდით იძინებ და იღვიძებ, მას რატომღაც უჩნდება ილუზია, რომ შენზე ბატონობის სრული უფლება აქვს..." – ამბობდა იგი და ალბათ ეს იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ მისი პირადი ცხოვრება როგორც ასეთი არც არასოდეს შედგა...

მუსიკის გარდა მისი კიდევ ერთი ჰობი და გატაცება ხატვა იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი მხატვარ-დეკორტორად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში, ინტერიერის დიზაინის საკითხებით იყო დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში დასჩემდა ქვედა კიდურების ტკივილი, რასაც მომღერალი თავიდან დეკორატორის მძიმე სამუშაოს და კიბეებზე მრავალსაათიან ფეხზე დგომის აუცილებლობას უკავშირებდა. თუმცა, საბოლოო დიაგნოზმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – მას მელანომის იშვიათი ფორმა დაუდგინდა, სასიცოცხლო ლიმიტი კი პლუს-მინუს ხუთი თვე... აქედან ევამ მხოლოდ ოთხის გამოყენება შეძლო...

მერწყულის ზოდიაქოს სიმბოლო, არის ფიგურა, რომელსაც ხელთ წყლით სავსე ჭურჭელი უპყრია და მთელ კაცობრიობას არწყულებს. თუკი რეალობაში დავაკვირდებით რიგითი მერწყულის სახასიათო ნიუანსებს, მარტივდ დავინახავთ პარალელს ამ კონკრეტულ სიმბოლოსა და მერწყულის ზოგად მსოფლმხედველობას შორის. ამ ნიშნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მასების გაერთიანება/გამთლიანება შეუძლია რაიმე კონკრეტული იდეის ქვეშ. ამ ფაქტის ნათელი დასტური კი ნამდვილად არის ევა კესიდი და მისი ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი შემოქმედება, რომლითაც მან ახალი, ნოვატორული სიტყვა თქვა მუსიკაში.

სიცოცხლის ბოლო თვეებში, როცა იგი ჯონს ჰოპკინსის სახელობის ჰოსპიტალში იწვა მნახველებისა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლების უწყვეტი რიგი არ წყდებოდა საავადმყოფოს ვესტიბიულში. მომღერალი უკვე ვეღარ ახერხებდა თითოეული მათგანის პირდად მიღებას, ამიტომ მისი თხოვნით, ყველა ვიზიტორს სუფთა ფურცელი და ფერადი ფანქრების ნაკრები გადაეცა. რომლის მეშვეობითაც ისინი ევას მიმართ საკუთარ სურვილებსა და ემოციებს, ნახატის ან ფრაზის სახით გადმოსცემდნენ.

მოგვიანებით, ჰოსპიტალის პერსონალს თვალწინ საოცარი სურათი გადაეშალა: დერეფნები სასვე იყო ევას მეგობრებითა და თაყვანისმცემლებით, რომლებიც იატაკზე ისხდნენ, ევასთან გასაგზავნ სურათებს ხატავდნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ და უმეგობრდებოდნენ. თავის მხრივ ევა ყველა ნაჩუქარ ნახატს საწოლის ბოლოს დიდ კედელზე კიდებდა, რათა ყოველთვის შეძლებოდა მათი დანახვა.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის