ვინ იყო სინამდვილეში როკსოლანა და რატომ გაწირა სულთანმა სულეიმანმა მის გამო უახლოესი მეგობარი - "დიდებული საუკუნის" ასტროლოგიური რევიუ

ვინ იყო სინამდვილეში როკსოლანა და რატომ გაწირა სულთანმა სულეიმანმა მის გამო უახლოესი მეგობარი - "დიდებული საუკუნის" ასტროლოგიური რევიუ

ე.წ. "თურქული სერიალების" მანიამ. შესაბამისად, ინტერესი მეზობელი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ რაღა თქმა უნდა გაიზარდა. სულთანი სულეიმანი, მისი სათაყვანებელი ცოლი – დედოფალი ჰიურემი, იბრაჰიმ-ფაშა, ხატიჯე-სულთანი და სხვები რეალური, ისტორიული პროტოტიპების მიხედვით შექმნილი ეკრანული სახეები არიან, რომელთაც თავის მხრივ რეალური დაბადების თარიღები გააჩნიათ და საკუთარი კვალიც დატოვეს ისტორიაში. მე დავინტერესდი შემექმნა სერიალის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიადის – სულთან სულეიმანის, ჰიურემისა და იბრაჰიმ ფაშას ასტროლოგიური პორტრეტები. შედეგი კი ერთობ საინტერესო აღმოჩნდა:

დედოფალი ჰიურემი – იგივე როკსოლანა, რომლის წარმოშობაც სავარაუდოდ არა თურქულ არამედ სლავურ ფესვებს უკავშირდება, დაბადებით ანასტასია (ალექსანდრა) ლისოვსკაია გახლდათ. თუმცა, დედოფლის სლავურ წარმოშობაზე გარეგნობა და მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ვიზუალური შტრიხებიც მეტყველებს. როკსოლანა თავნება, ძლიერი ხასიათის ქალი იყო. თუმცა, ამასთან ერთად, განათლებული, კომუნიკაბელური და მეგობრული. ამბობენ, რომ მან სწორედ თავისი უჩვეულო გონიერებითა და გამჭრიახობით მოხიბლა სულთანი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჰიურემის დაბადების თარიღები ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ემთხვევა, ხოლო თავად სულთანი ძლევამოსილი მორიელის ნიშნის წარმომადგენელი გახლდათ მარტივად დავადგენთ ამ ორს შორის განსაკუთრებული კავშირის და ძლიერი სიყვარულის მიზეზს.

Astrologia

მამაკაცი მორიელი მიუხედავად იმისა, რომ გასაოცრად ქარიზმატული და ვნებიანი ინდივიდია, მარტივად როდი იხიბლება ყველა ქალით. მისთვის ქალში სილამაზესთან ერთად გონიერება, ხასიათის სიმტკიცე და ცოტაოდენი ალქაჯური ნიშან-თვისებებიც უნდა იყოს შერწმული, რაც დამეთანხმებით არ აკლია ჰიურემის პერსონაჟს. ვერძისა და მორიელის კავშირი, ასტროლოგიურად მერვე ნიშნის ანუ ტრანსფორმაციის ზონაში ხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორს  ან დაუძინებელი მტრობა და სიძულვილი, ან უდიდესი სიყვარული შეიძლება მხოლოდ აკავშირებდეს. შუალედი როგორც წესი არ არსებობს! თუმცა წყვილში, ერთიც და მეორეც თავისი არსით დამანგრეველი და დესტრუქციული ბუნებით ხასიათდება. ამიტომ რა გასაკვირია, თუ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, ინტრიგისა და სირთულეებისა ჰიურემის მიმართ სულთანმა საკუთარი გრძნობები ბოლომდე შეინარჩუნა. უფრო მეტიც, მან როკსოლანას საპირწონედ უახლოესი მეგობრის, ძმადნაფიცის და მრჩევლის სიცოცხლეც დადო სასწორზე.

სულთანი სულეიმანი და მისი როკსოლანა (იგივე ჰიურემი)

Astrologia

და აი, აქ მივადექით საინტერესო დეტალს ამ ისტორიულ სამკუთხედში. იბრაჰიმ ფაშა რომელიც ზოდიაქოს ნიშნით წინდახედული, ჭკვიანი და გამჭრიახი თხის რქა გახლდათ, ისტორიული წყაროების მიხედვით დიახაც რომ ფლობდა სულთანზე დიდ და მნიშვნელოვან გავლენას, ნუ დაგვავიწყდება მორიელი და თხის რქა ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ამასთან ერთად, თხის რქას მორიელისგან განსხვავებით შხამის გამოყენების გარეშე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა, მაშინ როცა მორიელს საკუთარი დესტრუქციული ბუნება ღუპავს ხშირად. რა გასაკვირია, თუ სულეიმანი ხშირად ითვალისწინებდა წინდახედული და ემოციურად უფრო გაწონასწორებული თხის რქის რჩევებს. მაგრამ გრძნობების წინაშე ნებისმიერი მორიელი, როგორც წესი ყოველთვის უძლურია. ჰიურემი კი თხის რქის კვადრატურის მქონე ნიშნის წარმომადგენელი გახლდათ – ის ვერძი იყო. რაღა თქმა უნდა, ამ ორს შორის მტრობას გარდაუვალი სახე ექნებოდა. შეყვარებულმა მორიელმა კი საბოლოო ჯამში მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ემოციურ სფეროზე დადო ფსონი.

ლეგენდარული წყვილის ეკრანული სახე

Astrologia

ასტროლოგები ამბობენ, რომ მორიელისთვის ვერძი ფატალური, მაგრამ ყველაზე დაუვიწყარი პარტნიორია. ვერძი კი მხოლოდ ამ ნიშანს ემორჩილება ჭეშმარიტი მორჩილებით, იმიტომ რომ გრძნობს მის შინაგან სიძლიერეს და საოცარ მაგნეტიზმს. ამ ორს შორის ლეგენდარული სასიყვარულო ისტორია არსებობს ყოველთვის, რომელიც თაობიდან თაობამდე გადაეცემა შთამომავლობას. ისევე როგორც, სულთან სულეიმანისა და მომხიბვლელი როკსოლანას სიყვარულის ამბავი.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის