გორდონ რამზი - ჭეშმარიტად „გემო-ვნებიანი“ მორიელი

გორდონ რამზი - ჭეშმარიტად „გემო-ვნებიანი“ მორიელი

მეგობრებთან ერთად ბოულინგის სათამშოდ დავირაზმეთ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ხმათა უმრავლესობით, კინოს ყურება გადაწყდა და რაკი ისთ-ფოინთის სტუმრები გახლდით იქვე არსებულ კინოთეატრ "კავეას" მივაშურეთ. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპონტანურად ავარჩიეთ ფილმი სახელწოდებით "ადამ ჯონსი", რომელიც ცნობილი შეფ-მზარეულის გორდონ რამზის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით აღმოჩნდა გადაღებული...

თავად ფილმის მხატვრულ ღირებულებებზე სტატიაში ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს, მით უმეტეს, რომ გარდა ცნობილი მსახიობების ასამბლისა ფილმი დიდად ნამდვილად ვერ დაიკვეხნის რაიმე უპირატესობით. ჩემი ყურადღება თავად გორდონ რამზის პერსონამ მიიპყრო და გადავწყვიტე, მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე "გემო-ვნებიანი" მორიელის შესახებ დამეწერა სტატია და საიტის ასტრო-პორტრეტების გალერეასაც მორიგი პორტრეტი შეემატა.

შოტლანდიური წარმოშობის მქონე, გორდონ ჯეიმს რამზი ბრიტანთში დაიბადა, კერძოდ კი ქალაქ ჯონსტონში. ძნელი სათქმელია, შოტლანდიური სისხლის ყივილის ბრალია, თუ იმის, რომ ბედმა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არგუნა დაბადება - ფაქტია, ფილმში აღწერილი მოვლენები ნათლად მიანიშნებს იმას, რომ რამზის თავზეხელაღებული და ექსტრიმით სავსე ცხოვრება ჰქონდა. თუკი მის რუკას დეტალურად გავშლით და დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს მის პირად ჰოროსკოპშიც არის მინიშნება იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ამ პიროვნების მისია და ცხოვრების აზრი... აღმავალი კარმული კვანძი იგივე რახუ კუროს ზოდიაქოში და მეხუთე სახლში ნათლად მიუთითებს იმას, რომ პიროვნება საკუთარ მოწოდებას რაიმე ისეთ სფეროში იპოვნის, რომელიც კვებას, კომფორტის ზონას და გართობას უნდა აერთიანებდეს ერთმანეთში. მეხუთე სახლში აღმავალი კარმული კვანძი პროფესიული შესაძლებლობების ხელოვნების დონეზე აყვანამდეც მიუთითებს - ლომი, მეხუთე სახლის მმართველი ხომ ხელოვნებასა და შემოქმედებას შეესაბამება.

Astrologia

გორდონ რამზის რუკაზე მთვარის ნიშანი, რომელიც პიროვნების ქვეცნობიერზე, მის შინაგან ბუნებასა და ემოციებზე ახდენს გავლენას ქალწულის ზოდიაქოშია განლაგებული - რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დეტალების მიმართ საოცრად დაკვირვებული და ყურადღებიანია.

მერკური ქალწულის მმართველი ხელების და ფეხების სისწრაფეზე აგებს პასუხს, შეფ-მზარეულის პროფესია კი დამერწმუნეთ, ხელის სისწრაფისა და მოქნილობის გარეშე არაფერი იქნება.

რამზი საკმაოდ ექსცენტრიკული და არაპროგნოზირებადი ინდივიდი უნდა იყოს, რაზეც მთვარის ასპექტები მიუთითებს ურანთან. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა უნდა ჰქონოდა - რუკაზე არის ასპექტები, რომელიც ხშირად ობლების ან დედ-მამის მიერ მიტოვებული ხალხის კოსმოგრამებში გვხვდება. კიდევ ერთი ნეგატიური რგოლი რამზის პირად ჰოროსკოპში მზისა და ნეპტუნის შეერთებაა. მართალია, მსგავსი მაჩვენებლებით ხელოვანებიც იბადებიან, მაგრამ ძირითადად მზე-ნეპტუნის შეერთება ალკოჰოლითა და ნარკოტითი ბოროტ გატაცებაზე მიუთითებს, რაც რამზის ბიოგრაფიას საყოველთაოდ ცნობილია, რომ "შავ ლაქად" ატყვია.

იმის შესახებ, თუ რა გზით შოულობს ფულს ეს ადამიანი და კონკრეტულად რა არის მისი შემოსავლის წყაროს გამომწვევი საქმიანობა, რუკაზე მეორე (ფულის) და მეათე (კარიერის) სახლები აგებენ პასუხს. რამზის შემთხვევაში ფულის სახლი კირჩხიბის ზოდიაქოშია განთავსებული, კირჩხიბი კი მოგეხსენებათ, რომ მართავს კუჭს და კვების თემას. რაც შეეხება მეათე სახლს, იგი მერწყულის ზოდიაქოს იკავებს, ხოლო მისი მმართველი ურანი მეხუთე სახლში დგას, რაც ასტროლოგიურ ენაზე ასე ითარგმნება - კრეატივი, შემოქმედება და ჰობი. თუმცა, ფულის სახლის კირჩხიბის ზოდიაქოში განლაგება ასევე ნათლად მიანიშნებს იმას, რომ ფინანსების თემა მსგავსი ინდივიდის ცხოვრებაში ერთობ არამდგრადი იქნება. რისი ნათელი მაგალითიც არის ფილმში ასახული მოვლენები მევალეებთან კონფლიქტის სახით. რამზის ფინანსური მდგომარეობა, მართლაც არაერთგზის მდგარა სრული კრახის წინაშე. კირჩხიბი მოგეხსენებათ ცვალებადი ნიშანია.

მეექვსე და მეხუთე სახლების ინტენსივობა რამზის ჰოროსკოპში მიუთითებს იმას, რომ ეს ადამიანი საკუთარი საქმის პროფესიონალი შეიძლება დადგეს, პლუს ამას მასში არის შემოქმედებითობის დიდი პოტენციალი და ნებისმიერ საქმეს იგი როგორც ხელოვანი ისე უდგება. შედეგი კი რამზის კერძების სახით აშკარად გახლავთ სახეზე - იგი უმაღლესი კულინარიული ჯილდოს "მიშლენის ვარსკვლავის" სამგზის მფლობელია.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის