ერთი ჩამქრალი ვარსკვლავის ისტორია - მერილინ მონრო

ერთი ჩამქრალი ვარსკვლავის ისტორია - მერილინ მონრო

(კალიფორნია). სტატისტიკური მონაცემებით, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით, რომელსაც მერილინ მონრო მიეკუთვნებოდა, ყველაზე მეტი ლამაზი ქალი იბადება ამ ქვეყნად. პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს უჩვეულო ქალურობას, მაცდურ შარმს და განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ამ მხრივ არც მერილინ მონრო გახლდათ გამონაკლისი. თუმცა კომბინაციები, რომელიც მზის ზოდიაქოს გარდა მისი დაბადებისას იყო აქტიური ცაზე, საერთო ჯამში, საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის ინდივიდისთვის ცხოვრების გზის ნორმალურად და რაც მთავარია, უხიფათოდ გასავლელად. რთული ბედის და სიცოცხლის მანძილზე ბევრი ექსტრემალური სიტუიაციის შექმნის ალბათობაზე, პირველ რიგში მერილინის რუკაში აქცენტირებული მერვე სახლი მიუთითებს. ამას გარდა, ვარსკვლავის კოსმოგრამაში, არანაკლებ აქტიურად იკვეთება მეშვიდე (პარტნიორული ურთიერთობები) და მეთერთმეტე (აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება - თუმცა ცოტა მეგობარი) სახლები. პირველი მკვეთრი სიგნიფიკატორი, კი რომელიც მერილინ მონროს რუკის განხილვისას გვხვდება თვალში, ეს მზის მდებარეობაა ტყუპების 10 გრადუსზე, ე.წ ”ვია კომბუსტა” - კატასტროფების გრადუსი. სხვანაირად რომ ვთქვათ ”დამწვარი გზა” რომელსაც ასტროლოგები რამოდენიმე კონკრეტული გრადუსის მაჩვენებელს მიაწერენ. მათ შორისაა ზემოთხსენებული ასპექტიც.

Astrologia

ამ შემთხვევაში მოცემულმა კომბინაციამ, როგორც ნაადრევი სიკვდილის კატალიზატორმა ისე იმუშავა. თუმცაღა ასტროლოგები, როგორც წესი ამა თუ იმ ადამიანის კოსმოგრამის მიხედვით, ნაადრევი სიკვდილის მიზეზებზე საუბარს მარტოოდენ ერთი მაჩვენებლის მიხედვით ერიდებიან, ამიტომ მერილინის რუკას თუ გაცილებით უფრო საფუძვლიანად შევისწავლით, აღმოვაჩენთ რომ მისი დაბადების მომენტში ორი ე.წ „დამსჯელი პლანეტის“ მარსისა და ურანის შეერთება ფიქსირდება თევზების ზოდიაქოში (სიკვდილი გაურკვეველ გარემოებაში, ასფიქსიის, მედიკამენტოზური ან ალკოჰოლით მოწამვლის დიდი ალბათობა) და მერვე სახლში (სასიკვდილო საფრთხე, ექსტრემალური სიტუაციები). როგორც ცნობილია, მერილინ მონროს სიკვდილის ზუსტი გარემოება და მიზეზები დღემდე დავის საგანს წარმოადგენს, თუმცაღა ოფიციალურ მიზეზად ბარბიტურანტების გადამეტებული დოზის მიღება სახელდება. ამას გარდა, მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალის პირადი კოსმოგრამა, ვერც პარტნიორული ურთიერთობების მხრივ ჰარმონიის აღმნიშვნელი კონფიგურაციებით მოიწონებს თავს. ე.წ ”ქორწინების მმართველი”, როგორც ასტროლოგები უწოდებენ დესცედენტის ნიშანს, მერილინის რუკაში მერწყულის ზოდიაქოშია განთავსებული. დესცედენტის ამგვარი კომბინაცია კი ხშირ შემთხვევაში განურჩევლობაზე მიანიშნებს პარტნიორულ ურთიერთობაში, ხოლო ქორწინების მმართველის - ურანის, ზოდიაქოს მერვე სახლში განთავსება, თითქმის ყოველთვის არის დაქვრივების ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით მიღებული მძაფრი ემოციების მიზეზი (გაიხსენეთ, სწორედ მისთვის ძვირფასი პიროვნების - პრეზიდენტ ჯონ კენედის სიკვდილის შემდეგ ჩავარდა მერილინი მწვავე დეპრესიაში).

Astrologia

ზემოთხსენებული ასპექტების გარდა, მონროს რუკაში ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი - შავი მთვარის (ლილიტის) განლაგება ლომის ზოდიაქოში. რაც ხშირ შემთხვევაში გვევლინება უშვილობის ან რეპროდუქტოლოგიურ საკითხებში პრობლემების სიგნიფიკატორად ამა თუ იმ ადამიანის კოსმოგრამაში. ამას გარდა მთვარის მერწყულის ზოდიაქოში, ხოლო ლილიტის ლომის ზოდიაქოში განთავსება ასევე შეიძლება საკუთარ შვილებზე უარის თქმის ალბათობადაც განვიხილოთ. (გავრცელებული ინფორმაციით მერილინ მონრომ ადრეულ ასაკში გააჩინა შვილი და გააშვილა, რასაც იგი შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე ნანობდა)..

ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ვარსკვლავს ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე სამი ქორწინება ჰქონდა, თუ ისევ რუკას მოვიშველიებთ, აღმოვაჩენთ რომ მონროს კოსმოგრამა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მის მფლობელს საკმაოდ ჭირვეული ხასიათი და იდეალური პარტნიორის ძიების მანია გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამგვარი კონფიგურაციების მქონე პიროვნებისთვის სასიყვარულო პარტნიორები, არცთუ იშვიათად იქცევიან ხოლმე მტრებად ცხოვრების გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის ულამაზესი ქალბატონის რუკაში ერთბაშად რამოდენიმე ე.წ „გენიალურობის გრადუსი“ ფიქსირდება, რაც მის გამორჩეულობას და უდაო ნიჭიერებას უსვამს ხაზს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პარალელურად ამისა მერილინის კოსმოგრამა ძალადობრივი ან ნაადრევი სიკვდილის მიმანიშნებელ ელემენტებსაც ბლომად შეიცავს. თუმცა დასასრულ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ასტროლოგია არ არის კანონი და ბედს, რომელიც დაბადების მონაცემებით ვასკვლავური განლაგების მიხედვით გვერგო, ნებისმიერი ადამიანი შეცვლის ნებისყოფის დაძაბვის და საკუთარ ნაკლოვანებებზე მუშაობის შედეგად. რადგან განსაცდელები, რომელიც დაბადებიდან გვერგო, არაფერია სხვა თუ არა ჩვენივე განვითარებისთვის აუცილებელი და აქტუალური მოვლენათა ციკლი, რომელმაც ცნობიერების უფრო მაღალ ეტაპზე უნდა აგვიყვანოს და ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ასტროლოგიის პრინციპით ყველაფერი კორექციას ექვემდებარება!

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის