როგორი ტიპის ქალებს იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი ტიპის ქალებს იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

მის ფსიქოტიპს შეესაბამება. მოდით, რიგითობის მიხედვით გადავხედოთ ზოგად სტატისტიკას იმის შესახებ, თუ ვინ ვისით და რატომ იხიბლება?

მამაკაცი ვერძი – მამაცი, რისკიანი და ფიცხია. ამასთან ერთად ბავშვურად ალალი და გულწრფელი. მისით ყველაზე ხშირად ლომი, მშვილდოსანი, მორიელი ან ტყუპი ქალი იხიბლება.

კურო მამაკაცი – დინჯი, აუჩქარებელი, სტაბილურობის მოყვარული და წინდახედულია. თუმცა შეუძლია ქალზე ზრუნვა და ერთგულება. ასეთი ტიპის მამაკაცი ყველაზე მეტად თხის რქას, ქალწულს, სასწორსა და კირჩხიბს უხარებს გულს.

ტყუპი მამაკაცი – არაპროგნოზირებადი, კრეატიული, მოუსვენარი და თავქარიანია. სამაგიეროდ, მასთან მოწყენა შეუძლებელია და ყოველთვის იპოვნის მიზეზს, რომ ქალი გაამხიარულოს. მისით ყველაზე ხშირად სასწორი, მერწყული, ვერძი და მშვილდოსანი ქალი იხიბლება.

მამაკაცი კირჩხიბი – ბუნებით მორცხვი, ფრთხილი, ემოციური, რომანტიკული და მგრძნობიარეა, ამასთანავე საკმაოდ ანგარიშიანი და წინდახედულიც. შესანიშნავად ირგებს ქმრისა და მამის როლს, თუმცა თავად მას უფრო "დედის ტიპის" ქალბატონები მოსწონს. მისით ყველაზე მეტად თხის რქა, მორიელი, კურო და ქალწული მდედრები ინტერესდებიან.

მამაკაცი ლომი – ამაყი, ამბიციური და ფეთქებადია. უყვარს მეფობა, როგორც ცხოვრებაში, ისე ქალის გულში. მისით ყველაზე ხშირად ვერძი, სასწორი, მშვილდოსანი და ტყუპი ქალები ინტერესდებიან.

მამაკაცი ქალწული – დაკვირვებული, მეწვრილმანე, წინდახედული და რეალისტი ტიპია. ვერ იტანს სურპრიზებს, თუმცა დაგეგმილი საჩუქრების კეთება იდეალურად გამოსდის. მისით ყველაზე ხშირად კურო, თხის რქა, კირჩხიბი და ლომი ქალები ინტერესდებიან.

სასწორი მამაკაცი – კომუნიკაბელური, მეგობრული, მუდამ მოღიმარი და ლოიალურია. აქვს კარგი გემოვნება და შესანიშნავად ეხერხება ფლირტი. მისით ყველაზე ხშირად ტყუპი, მერწყული, ლომი და თევზები ინტერესდება.

მორიელი მამაკაცი – გარეგნულად მშვიდი, თუმცა შინაგანად უზომოდ ემოციური, პრინციპული და პირდაპირია. კარგად აქვს განვითარებული მონადირის ინსტინქტი, ამიტომ ყველა ქალს აღიქვამს როგორც პოტენციურ მსხვერპლს. თუმცაღა ღირსეულ მოწინააღმდეგეს პატივს ყოველთვის სცემს. მისით ყველაზე მეტად ვერძი, ლომი, თხის რქა და კირჩხიბი ქალი ინტერესდება.

მშვილდოსანი მამაკაცი – თავქარიანი, მხიარული, ოპტიმისტი და კონტაქტურია. უყვარს ხელგაშლილობა, იშვიათად იჩენს სიძუნწეს. თუმცა, ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას და პასუხისმგებლობებს. მისით ყველაზე ხშირად მერწყული, ტყუპი, სასწორი და ლომი ქალი ინტერესდება.

თხის რქა მამაკაცი – სერიოზული, დინჯი, გაწონასწორებული და წინდახედულია. უყვარს ურთიერთობაში დომინირება და იშვიათად აძლევს ქალს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას. იგი ყველაზე ხშირად თევზებს, კირჩხიბს, ქალწულებსა და კუროებს იზიდავს.

მამაკაცი მერწყული – კრეატიული, ორიგინალური, არაპროგნოზირებადი და ცვალებადია. ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა და იშვიათად იზღუდავს თავს ოფიციალური კავშირებით. მისით ყველაზე მეტად ტყუპი, სასწორი, ვერძი და მშვილდოსანი ინტერესდება.

თევზი მამაკაცი – ემოციური, გულმოწყალე, მოსიყვარულე და ხათრიანია. უყვარს ქალთა საზოგადოება, ხშირად უჭირს ურთიერთობების გაწყვეტა "ყოფილებთან", ამიტომ მათთან მეგობრობას არჩევს. მისით ყველაზე ხშირად კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა და სასწორი ინტერესდება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?