ქარიზმატული მამაკაცების TOP-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 ქარიზმატული მამაკაცების TOP-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც პრაქტიკით მტკიცდება, საიმისოდ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელს თავბრუ დაახვიოს, ძლიერი სქესის წარმომადგენელს სრულებითაც არ ესაჭიროება სახის ნაკვთების ჰარმონიულობა, მოვლილ-ნავარჯიშევი სხეული და ცისფერი თვალები... მამაკაცები ქალის გულს ყველაზე ხშირად ქარიზმის მეშვეობით იპყრობენ, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენელს ან აქვს ან – არა. აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც დიდწილად განისაზღვრება ქარიზმატულობის დონე მამაკაცის ხასიათში. როგორც სტატისტიკა ცხადყოფს ამ მხრივ სამი ნიშნის წარმომადგენლები ლიდერობენ. წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

მშვილდოსანი - მისი მთავარი ღირსება მხიარული ხასიათი, ამოუწურავი ოპტიმიზმი და იუმორის უსაზღვროდ დიდი ნიჭია. მამაკაცი მშვილდოსნები, რომანტიულები და იდეალისტები არიან. ამიტომ ყველა ახალი შეყვარებული (მათი სათვალავი კი თავადაც ხშირად ერევათ) ახლებური, ნამდვილი და გულწრფელი გრძნობით უყვართ. სანამ ჰორიზონტზე, სხვა უფრო ძნელად მოსახელთებელი და იდეალთან მიახლოებული ქალბატონი არ გამოჩნდება. მშვილდოსანი შესანიშნავი კომპანიონი, კარგი მეგობარი და შესანიშნავი მეგზურია ხეტიალისას. თუმცა, როგორც ქმარი იგი ნაკლებსაიმედოა. ამიტომ ხშირად ინარჩუნებს "მარადმწვანე ბერბიჭას" სტატუსს ან ძალზე გვიან ქორწინდება, ისეთ ქალზე, რომელიც მისთვის დამახასიათებელ თავისუფლების სიყვარულსა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას გაგებით ეკიდება.

ტყუპი - მსგავსად მშვილდოსნისა, ეს კაციც მრავალმხრივობითა და არასტანდარტული საქციელით ხიბლავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. ამასთან ერთად, მას გააჩნია ძალზე დიდი ე.წ. "მენტალური ბაგაჟი" რის ხარჯზეც, იგი შესანიშნავად ახერხებს ლაპარაკით დაახვიოს თავბრუ მანდილოსანს. ისე რომ, ეს უკანასკნელი დაფიქრებასაც ვერ მოასწრებს ისე აღმოჩნდება ყურებამდე შეყვარებული. მაგრამ ტყუპი ცვალებადი და ორსახოვანი ნიშანია, ამიტომ ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ეს კაცი ერთი ქალის კომპანიით იშვიათად შემოიფარგლება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, პარალელურად რამდენიმე რომანი ჰქონდეს გაჩაღებული და ყველა ფრონტზე თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობდეს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი სიტუაცია, როცა ტყუპი თავის მსგავს მრავალმხრივ, არაორდინალურ და ცვალებად ქალს ხვდება. თუ ერთ ქალში გაერთიანებული იქნება სილამაზე, სექსუალურობა და ჭკუა (რაც ტყუპის შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტია ქალის შეფასების კუთხით) მაშინ შეგვიძლია ერთგულების ალბათობა 97% პროცენტით ვივარაუდოთ მისი მხრიდან. დანარჩენ სამ პროცენტზე კი გულისწორმა თავად უნდა იზრუნოს.

მორიელი - ის არც მშვილდოსანივით მოღიმარი და კომუნიკაბელურია, არც ტყუპივით მრავალმხრივი და ექსცენტრული. პირიქით – მისი მთავარი "ღირსება" პირქუშობა, სიტყვაძუნწობა, გესლიან-სარკასტული საუბრის მანერა და პერიოდულად ქალის მიმართ გამოვლენილი სიხისტეც კია. თუმცა, მანდილოსნები ვერასოდეს უძლებენ ამ კაცის შარმსა და ქარიზმატულობას. საქმე იმაშია, რომ მორიელს არც არაფერში სჭირება სხვადასხვა სახის იაფფასიანი ტრუკების გამოყენება მანდილოსნის მოსახიბლად. საამისოდ მას ერთადერთი და უტყუარი იარაღი გააჩნია – ჰიპერსექსუალურობა. ამიტომ იგი ხშირად სწორედ საკუთარი სიმშვიდით, იგნორითა და ცივი დამოკიდებულებით ახერხებს ხოლმე სასურველი ქალის ხელში ჩაგდებს. სამაგიეროდ, როცა მსხვერპლი ბადეში ჰყავს მოქცეული, შესაძლოა, თავს უფლება მისცეს იყოს თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. თუმცა, ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?