როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე მამაკაცთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე მამაკაცთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძთან პირველ პაემანზე უნდა იყოთ ქალურობისა და სინაზის განსახირება. უსმინეთ გულისყურით, აჰყევით მის ნებისმიერ წამოწყებასა და შემოთავაზებას.

კუროსთან პირველი პაემანის დროს სერიოზული, გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოთ. თუკი მასთან საერთო გემოვნებაც აღმოგაჩნდათ კვების საკითხში და რესტორანიც ერთობლივად შეარჩიეთ, მთლად უკეთესი!

ტყუპთან მაქსიმალურად გამოამჟღავნეთ ერუდიციის დონე და ინტელექტი. ეს ის კაცია, რომელსაც თვალებით კი არა ყურებით უყვარს.

კირჩხიბთან ოჯახზე, ბავშვებსა და ფულზე ისაუბრეთ. შეგიძლიათ მასაც გამოჰკითხოთ შინაურებზე ისტორიები.

ლომთან საერთოდ ნუ ილაპარაკებთ, ან აქა იქ "ჩააკვეხეთ" სიტყვა. აღტაცებული მზერა, კარგი მსმენელის როლი და კომპლიმენტები უმთავრესი გასაღებია ამ კაცის გულის მოსაგებად.

ქალწულთან დიეტის, სწორი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეთ. აგრძნობინეთ, რომ ამასთან ერთად, საფონდო ბირჟის და ზოგადად ფინანსური სფეროს პერიპეტიებშიც ერკვევით.

სასწორთან ხელოვნების სიყვარული "გადაგარჩენთ". ისაუბრეთ ფილმებზე, მუსიკაზე, თეატრსა და მხატვრობაზე. ოღონდ ერთმანეთში ნუ აურევთ ვან გოგსა და გოიას.

მორიელთან ჭკუა, მოთმინება და წინდახედულება გმართებთ. მართალია, მას ვერაფერს გამოაპარებთ და პირველივე შეხვედრაზე შესძლებს თქვენს "რენტგენზე გაყვანას", მაგრამ თუ იმაში დაარწმუნებთ, რომ თავი მარტოოდენ მოდური ვარცხნილობის გასაკეთებლად არ გაბიათ, მის ინტერესს უდავოდ გამოიწვევთ.

მშვილდოსანმა თქვენი სახით პირველ რიგში მხიარული კომპანიონი, ხალისიანი მეგობარი და თანამოაზრე უნდა იპოვნოს. მოაყოლეთ სახალისო ისტორები, იგი გიჟდება მასხარას როლზე. იცინეთ ბევრი, ხმამაღლა და გულიანად. მერწმუნეთ ხელმეორედაც მოუნდება მას მალე იგივე სპექტაკლის გამართვა.

თხის რქას საქმიანი იმიჯით, მოწესრიგებულობითა და საქმისადმი სერიოზული მიდგომით მოხიბლავთ. თუ პაემანს დატვირთულ სამუშაო გრაფიკში მოკლევადიანი ლანჩის დროს დაუნიშნავთ და მის გასაცნობად ფაქტობრივად თხუთმეტი წუთით შეირბენთ, ეს ერთიორად გაზრდის თქვენს დივიდენდებს მის თვალში.

მერწყულთან პაემანზე შეგიძლიათ ექსტრავაგანტურად ჩაცმული გამოცხადდეთ, ეს კაცი ადამიანებს განსაკუთრებული ინდივიდუალიზმის გამო აფასებს. ამასთან ერთად, თუ იგი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებითც მოიხიბლა, ჩათვალეთ, რომ თავი ქუდში გქონიათ.

თევზებთან პაემანის წინ ერთი ორი პროფესიულ დონეზე დაწერილი სტატია გადაიკითხეთ ფსიქოლოგიის სფეროდან. იმიტომ რომ ამ კაცის გულის მოსაგებად, მოყვარული ფსიქოლოგის როლი ყველაზე ხელსაყრელი პოზიციაა. მზად იყავით მის მოსასმენად და ემოციების გამოხატვა თუ ექსპრომტად გადმოგდებული კურცხალის მეშვეობითაც გამოგდით დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, "თევზაობა" ნაყოფიერი იქნება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?