როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თევზები

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თევზები

- ხშირი და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი თევზები

პირველ რიგში, სანამ ამ კაცის მოხიბვლის ასტროლოგიურ მეთოდებში გაგარკვევდეთ, სასურველი იქნება, თუ ფსიქოლოგიის საბაზისო საფუძვლებსაც გადაავლებთ თვალს ინტერნეტში. ხოლო თუკი სახლში ამ პროფესიის დამადასტურებელი დიპლომიც გიდევთ – მომილოცავს, ფაქტობრივად თქვენთვის უსვრია ავრორას!

თევზი მამაკაცი ბუნებით ემოციური, სათუთი და განცდიანი ინდივიდია. ამიტომ არ მოგატყუოთ მისმა ვაჟკაცურმა იმიჯმა და მასკულანურმა გარეგნობამ, შინაგანად ნებისმიერი ნეპტუნით მართული მამრი (თევზებს პლანეტა ნეპტუნი უწევს მფარველობას) საოცარი სიმყიფით გამოირჩევა. თუმცა აქვე ერთი სასიხარულო ცნობაც მინდა გაგიზიაროთ, თევზების მმართველად გარდა ნეპტუნისა, თანამმართველის რანგში წარმატებისა და კეთილდღეობის "კურატორი" იუპიტერიც ითვლება.

შესაბამისად, თუკი თქვენ თევზი მამაკაცის ისეთ სახეობას გააწყდით ვისაც, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ ეზარება და რაც მთავარია, გამოსდის, მასზე აუცილებლად დაიბერტყავს კალთას მამა იუპიტერი და ვინ იცის, იქნებ რომელიმე პოტენციური სელებრითის მეუღლეც კი ამოჩნდეთ ერთ მშვენიერ დღეს. თუმცა მანამ სანამ ეს მოხდება, თქვენი თევზის კარგად მოვლა-მოშინაურების ხანგრძლივი პროცედურა გელით წინ, იმიტომ რომ თუ იგი ბავშვობიდან აკვარეუმში გაიზარდა ურთიერთობაში ინიციატორის როლი გინდათ ეს თუ არა, მაინც თქვენი შესასრულებელი იქნება.

მამაკაცი თევზი ბუნებითა და სულით რომანტიკოსია. შესაბამისად, სახელოვნებო სფეროები ეს ის პროფესიული არეალია, სადაც ამ კაცს რეალური შანსი გააჩნია წარმატებისთვის. თუმცა საიმისოდ, რომ მან მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიოს, გვერდით კარგი მოტივატორი ესაჭიროება ძლიერი ხასიათის პარტნიორის სახით. ჰოდა, თუკი თქვენ ამ როლის მორგებაზე პრეტენზია გაგაჩნიათ, თევზი უსახლკარო ობოლივით მარტივად და სამუდამოდ მოგეკედლებათ.

მასთან ურთიერთობისას მზად უნდა იყოთ იმისთვისაც, რომ პარტნიორის სახით, თქვენ მომავალ, პოტენციურ შვილებთან ერთად ფაქტობრივად კიდევ ერთ, საკმაოდ ძნელადაღსაზრდელ შვილს უწევთ მზრუნველობას. ამასთან ერთად, პატარები გაზრდასა და დაჭკვიანებას ექვემდებარებიან, თქვენი ქმარი კი – არა. იგი მზადაა, მთელი ცხოვრების მანძილზე იცხოვროს გამოგონილ სამყაროში და თქვენც სიამოვნებით მიგიპატიჟებთ იქ, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი და ინტერესი გაგაჩნიათ.