TOP სამი სუპერმამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

TOP სამი სუპერმამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენი საყვარელი მამრი მიდრეკილი შვილების ყოლისკენ მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. არსებობენ მამები და არსებობენ სუპერმამები. თუმცა, ისეთი მამაკაცებიც არსებობენ, ვისაც მაინცდამაინც არ სწვავს სურვილი იყოს მშობელი და მამა. მაგრამ ამგვარ ინდივიდებზე შემდეგ... დღეს კი სუპერმამების ტოპ სამეულს წარმოგიდგენთ.

მამა კირჩხიბი

– ამ კაცს, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ დედაზე უკეთ შეუძლია ბავშვის მოვლა. დაწყებული პამპერსის გამოცვლით, დასრულებული კვებითა და ბანაობით – თამამად შეგიძლიათ პატარას ბედი ანდოთ. იგი არათუ რამეს დაუშავებს თავის ნაშიერს, პირიქით, ზედმეტი მონდომებითაც კი მოეპყრობა და მეტისმეტი სიყვარულით შეიძლება დედის როლი მნიშვნელოვნად შეასუსტოს მისი აღზრდის საქმეში. უფრო დიდ ასაკში კი საკუთარ თავზე აიღებს პოტენციური სარძლო-სასიძოების მონიტორინგსა და კონტროლს და თითქმის არასოდეს მოეწონება არც ერთი მათგანი. ან თუ მოეწონება, მთელი სიცოცხლის მანძილზე გაატარებს პერიოდულად მძაფრი კრიტიკის ქვეშ.

მამა მორიელი – იგი ყურადღებიანი, მზრუნველი მაგრამ მკაცრი მამაა. მისი აღზრდის მეთოდები სპარტანულია. მამა მორიელი არასოდეს აძლევს შვილებს უაზროდ ცელქობისა და დროის ფუჭად ფლანგვის უფლებას. თუმცა, სიმკაცრესთან ერთად, იგი ამ საქციელის კომპენსაციას პატარებთან გულითადი საუბრებითა და ბრძნული დარიგებებით ცდილობს. მას არასოდეს ეზარება შვილების ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხში გათვითცნობიერება და ყოველთვის ცდილობს, პატარა ასაკიდანვე ასწავლოს მათ საკუთარი თავისა და პოზიციის დაცვა.

მამა ვერძი – ის უფრო ძმაკაცი და მეგობარია საკუთარი შვილებისთვის ვიდრე უბრალოდ, სტანდარტული მამა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს კაცი საკუთარ შვილებთან ერთად ბავშვობის ასაკში რჩება და ჯიუტად არ სურს გაზრდა. სამაგიეროდ, იმ კატეგორიის მამებს განეკუთვნება, ვისაც პატარები უბრალოდ აღმერთებენ. დიდ ასაკში მამა ვერძი აქტიურად ერევა საკუთარი ნაშიერის არჩევანში პროფესიული კუთხით. მას ყოველთვის სურს შვილებს შესაფერისი პროფესია უკარნახოს. თუმცა ზღვარს მისი საქციელი არასოდეს გადადის და ყოველთვის ხვდება, სად მთავრდება რჩევასა და თავს მოხვევას შორის საზღვარი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?