ყველაზე ერთგული მამაკაცების TOP სამეული

ყველაზე ერთგული მამაკაცების TOP სამეული

და მოთხოვნილებას, ძალზე ხშირად ინდივიდის ფსიქოემოციური ბუნებაც განაპირობებს და არამხოლოდ მისი სქესი. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები თვლიან, რომ დიახაც, არსებობენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომელთაც განსაკუთრებული ერთგულების უნარი აქვთ სიყვარულში... მოდით, გავეცნოთ ამ სამეულს.

ვერძი – ალბათ გიკვირთ, როგორ შეუძლია ამ ერთი შეხედვით აქტიურ, თითქოს და "გამოუსწორებელ მექალთანეს" საყვარელი ადამიანის ერთგულება. დიახ, ვერძი მამაკაცი მისი გარეგნული იმიჯის გამო ხშირად ტოვებს არასტაბილური მაჩოს შთაბეჭდილებას, თუმცა რეალობაში იგი პატარა ბავშვივითაა – უყვარს ე.წ. "საყვარელი სათამაშოების" აჩემება. ეს სათამაშო კი ზუსტად მისი გულის ქალბატონი შეიძლება იყოს. მთავარია, ამ უკანასკნელს რამდენ ხანს ეყოფა ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ვერძისთვის შეუცვლელად იქცეს.

თხის რქა – მისი ერთგულება ხშირ შემთხვევაში სიჯიუტეს ეფუძნება. თხის რქას მოსწონს პრინციპებით ცხოვრება. გარდა ამისა, მას გრძნობების საკითხში არასოდეს გამოსდის მარტივად გახსნა. შესაბამისად, თუკი უყვარს ვინმე, უყვარს ხანგრძლივად და დიდი ვადით. ამასთან ერთად, უსაზღვრო ნებისყოფისა და თავშეკავების უნარიც გააჩნია. შესაბამისად, თუ მან ვინმე ცხოვრების თანამგზავრად სიყვარულით აირჩია, ამ ქალს იგი ჭეშმარიტად უერთგულებს.

მორიელი – ალბათ ყველაზე უცნაურად ამ სამეულში მორიელი მამაკაცის მოხვედრა მოგეჩვენათ. მით უმეტეს, თუკი ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევით და პრაქტიკაზეც იცით, რომ მორიელს უსაზღვრო სექსუალური პოტენციალი და მადა გააჩნია. დიახ, ეს ნამდვილად ასეა და არ გეშლებათ. მაგრამ მორიელი ნუ დაგავიწყდებათ, რომ წყლის სტიქიის წარმომადგენელი გახლავთ, შესაბამისად, მისი ყველაზე დიდი სისუსტე ემოციებია. აქედან გამომდინარე თუკი პარტნიორმა იგი ზემოთ ხსენებულ "ემოციურ მახეში" მოიმწყვდია, მორიელს უნარი აქვს ხანგრძლივი ვადით უერთგულოს იმ ერთადერთს. სანამ ემოციები არსებობს და უყვარს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?