ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მძიმე ხასიათის მამაკაცები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მძიმე ხასიათის მამაკაცები

ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური ხასიათის თვისებები გააჩნია. თუმცა ხასიათი შეიძლება იყოს მარტივი და აუტანლად რთულიც. ამიტომ ხშირად გაიგონებთ ალბათ გამოთქმას "რთული ხასიათი აქვს" - ამგვარი ეპითეტებით მამაკაცებსაც ამკობენ და ქალბატონებსაც, უფრო მეტიც - ზოგს ძალიანაც ხიბლავს მსგავსი "იარლიყის" მიწებება. თუმცა, დღეს მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე გვინდა გესაუბროთ და ერთად განვიხილოთ, კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე რთული ხასიათის მამრები და რაში მდგომარეობს მათი ხასიათის ნიშანდობლივი სირთულე...

ლომი - ლომი "მზის შვილია", ჰოდა, მოგეხსენებათ, მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს. შესაბამისად, მამაკაცი ლომიც უფრო "საგარეო" პერსონაა ვიდრე ოჯახის კაცი. ამიტომ მისი ხასიათის სირთულე ზუსტად ამ ფაქტს უკავშირდება. ლომისთვის სახლი ერთობ მცირე ფართობია საკუთარი ამბიციების ჯეროვნად დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მისი ერთი შეხედვით მხიარული, გულღია იმიჯი ვიწრო გარემოში აუცილებლად იმსხვრევა და თუ ლომი მამაკაცი ვერ ახერხებს თავისი ამბიციები პროფესიულად დახარჯოს, მარტივად იქცევა "ოჯახური მასშტაბის ტირანად", რომელიც მზადაა ნებისმიერ თემაზე აუჯაჯღანდეს ოჯახის წევრებს. ყველაფრის მიზეზი კი მისი ეს მეფური ამბიციებია.

მორიელი - ალბათ ერთადერთი ნიშანია, რომელსაც სიამაყის გრძნობით შეუძლია ისმინოს ეპითეტები საკუთარი რთული ხასიათის შესახებ. მორიელისთვის ხშირად თავადაც გაუგებარია რატომ არის ასეთი ჩახლართული მისი შინაგანი სამყარო. ეს წყლის ნიშანია, პლანეტა პლუტონისა და მარსის მართვის ქვეშ მყოფი ინდივიდი, რაც თავის მხრივ იწვევს იმას, რომ მორიელ მამაკაცს ერთბაშად გააჩნია ღრმა ემოციები და სიხისტე, სისასტიკე და მოთხოვნილება უყვარდეთ უსაზღვროდ. იგი ოტელოსავით ეჭვიანი და უჟმურია ოჯახურ ცხოვრებაში, სამაგიეროდ, მისი ერთგულება ოჯახის წევრების მიმართ მართლაც რომ უსაზღვროა. ხოლო სიყვარული, რომელსაც იგი მეუღლის მიმართ განიცდის, საკმაოდ ღრმა და ხანგრძლივი.

თევზები - შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბევრი ასტროლოგის აზრით, ჩამოთვლილთაგან ყველაზე რთული თევზი მამაკაცის გვერდით ცხოვრებაა პრაქტიკაში გამოკითხული ქალების უმეტესობისთვის. თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია და ასტროლოგიურად მეთორმეტე - საიდუმლოებებისა და ფსიქოლოგიური კრიზისების სახლს მართავს. რაც განაპირობებს კიდეც ამ ადამიანების ხასიათის სირთულეს. ერთი შეხედვით თევზი ხათრიანი, რბილი და ლოიალურია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში იგი შესაძლოა შინაგანად ძალზე დეპრესიული, გაორებული და ცვალებადი იყოს. ამასთან ერთად, თავადვე იტანჯებოდეს შეიძლება საკუთარი ხასიათის გამო ყველაზე მეტად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?