TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იპყრობს სუსტი სქესის გულებს

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იპყრობს სუსტი სქესის გულებს

პოპულარული სერიალის "გრეის ანატომიის" მთავარი გმირი ექიმი დერეკი, რომელიც თაყვანისმცემელთა გულდასაწყვეტად რატომღაც "მოკლეს" სერიალის მესვეურებმა. თუმცა, სტატიაში ნამდვილად არ ვაპირებთ "გრეის ანატომიის" სცენარის ავკარგიანობის განხილვას, საუბარი თავად ექიმი დერეკის როლის შემსრულებელზე გვექნება, რომელსაც მსახიობი პატრიკ დიმპსლი თამაშობს და რომელმაც უპირობოდ დაიპყრო სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულები. ალბათ ძალიან ცოტა თქვენგანმა იცის, რომ პატრიკი ახალგაზრდობაში ერთობ შეუხედავი და რბილად რომ ვთქვათ უსიმპათიო ახალგაზრდა იყო. წლების მატებასთან ერთად კი, როგორც მისი ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, ამ ადამიანმა მოიპოვა ქარიზმა და დახვეწილობა, რომლის მეშვეობითაც დღეს უკვე ასაკში მყოფი კვლავინდებურად აგრძელებს მანდილოსანთა გულების დაპყრობას. პატრიკი ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა გახლავთ და დღეს ზუსტად იმ მამაკაცების სამეულზე ვსაუბრობთ, რომელთაც წლების მატებასთან ერთად ემატებათ შარმი და ქარიზმა. თხის რქა კი მათ შორის ლიდერია წლების მატებასთან ერთა გაახლგაზრდავების საქმეში.

მეორე საპატიო ადგილი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს უკავიათ სამეულში. მერკური ამ ზოდიაქოს მმართველი პლანეტა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ახალგაზრდულ შემართებას და ოპტიმიზმს ანიჭებს. ჰოდა, ისე არაფერი აბერებს ადამიანს დროზე ადრე, როგორც ზედმეტი დარდი და პესიმიზმი. რასაც ტყუპის შემთხვევაში იშვიათად აქვს ადგილი. მამაკაცი ტყუპი სულით მუდამ თინეიჯერია და ბავშვიბვით ხარობს ცხოვრებით. ზუსტად ამიტომ გამოიყურება იგი წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო ახალგაზრდულად.

დაბოლოს, სამეულის კიდევ ერთი წევრია მშვილდოსანი. ეს მხიარული, ოპტიმისტი და გულღია ხალხის ზოდიაქოა. მამაკაცი მშვილდოსნები აქტიურები და მოსუვენრები არიან. ისინი იშვიათად ჯერდებიან მარტოოდენ ერთ საქმიანობას ცხოვრებაში, ამიტომ მრავალმხრივი ინტერესები და ცოდნის დაუღალავი სურვილი გააჩნიათ. მშვილდოსანს უყვარს ხეტიალი, მოგზაურობა, ბავშვები და ცხოველები. იგი გამუდმებით ცდილობს ცხოვრება გაილამაზოს და სხვებსაც დღესასწაულად უქციოს იგი. ზუსტად ამიტომ არის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრი ჭარმაგ ასაკშიც კი ახალგაზრდულად მხნე და მომხიბვლელი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა თვალში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?