ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთაც თავს მარტივად შეაყვარებთ

ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთაც  თავს მარტივად შეაყვარებთ

ქალები "ამოუცნობ არსებებად" მიაჩნია და თვლის, რომ მათი გაგება ძალზე რთული რამაა. თუმცა, ასტროლოგიურად თუ მივუდგებით საკითხს, არსებობს მარტივი და რთული ქალების კატეგორია. შესაბამისად, იმის მიხედვით თუ ვინაა მამაკაცის ინტერესის ობიექტი, მარტივია გავარკვიოთ როგორ შეიძლება ამ უკანასკნელს თავი შეაყვაროთ ადვილად. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოგიერთი ქალის მოხიბვლა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაცილებით მარტივია, ზოგის კი ძალზე რთული. დღეს ზუსტად იმ ქალებზე ვისაუბრებთ, ვისაც მარტივად შეუძლია სიყვარული. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტიპის ქალები "თავქარიანებიც" არიან და ადვილად იცვლიან ინტერესის ობიექტებს.

ტყუპი - გაორებული ნიშანია. თავქარიანი და საოცრად არაპროგნოზირებადი. ქალი ტყუპი პატარას წააგავს, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეპოტინება, ხან მეორეს სიახლის მიხედვით. ამიტომ მამაკაცს, რომელიც ქალ ტყუპთან აპირებს რომანის გაბმას უნდა ახსოვდეს, რომ ამ ქალს "ყურებით უყვარს" და შესაბამისად, მუდამ საინტერესო მოსაუბრედ უნდა დარჩეს მის თვალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუპი ადვილად გადაერთვება სხვაზე.

მშვილდოსანი - რომანტიკული, იდეალისტი და სასწაულების მორწმუნეა. ყოველ ჯერზე, როცა შეყვარებულია, ღრმად სჯერა, რომ ზუსტად ეს სიყვარულია მისთვის "გრძნობა კუბოს კარამდე". თუმცა იმედის გაცრუების შემთხვევაში ძალიან მალე იწყებს ახალი რომანის გაჩაღებას. მისთვის იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე "იმ ერთადერთის" ძებმა ყოველთვის გამართლებულია.

მერწყული - გლობალურად მოაზროვნე ნიშანია. მერწყული ქალი მამაკაცში მეგობარს, თანამოაზრეს და საყვარელს ერთად დაეძებს, ამიტომ მარტივად შემოდის ურთიერთობაში. თუმცა ის რომ სექსი აქვს ვინმესთან სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ უკანასკნელს კუბოს კარამდე უერთგულებს. მერწყულთან განშორების თემაც მარტივია. მისი ურთიერთობები არასოდეს ცდება მეგობრობის ფარგლებს და "ყოფილებთან ომი" ამ ქალისთვის წარმოუდგენელია.