როგორ ვაცდუნოთ და დავაინტერესოთ მამაკაცი - "ვაბამთ" ქალწულს

როგორ ვაცდუნოთ და დავაინტერესოთ მამაკაცი - "ვაბამთ" ქალწულს

ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.

მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ ქალწული?

თავიდანვე გეტყვით, რთული მიზანი დაგისახავთ. თუმცა, რთული არ ნიშნას შეუძლებელს. ამიტომ მონდომების საქმეა საბოლოო ჯამში რამდენად შეძლებთ ქალწულის "მოჩანგვლას"...

წესი პირველი და უმთავრესი - იყავით ზუსტი და არასოდეს შეიტანოთ ქაოსი მის ცხოვრებაში!

მამაკაცი ქალწული ლოგიკურად მოაზროვნე ინდივიდია და იმ იშვიათი მამაკაცების რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც გონება არასოდეს ებინდებათ მაშინაც კი, როცა ძალიან არიან შეყვარებული. ქალწული რაცინალური ტიპია, ამიტომ ცდილობს, რომ გრძნობებიც გარკვეულ კანონზომერებას დაუქვემდებაროს. მისთვის სიყვარული ზრუნვა, ურთიერთპატივისცემა და ერთობლივად აშენებული მომავალია. ამიტომ თუკი ისეთი ტიპის ქალი ხართ, ვისაც ისტერიკები და სასიყვარულო ჭირვეულობები არ ახასიათებს, ქალწულის მოხიბვლა არ გაგიჭირდებათ. ამასთან, არ არის აუცილებელი ვიზუალურად სექსბომბათა კატეგორიას განეკუთვნებოდეთ, ქალწულ მამაკაცს თქვენი გონება უფრო იზიდავს, ვიდრე სხეული. მისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს ჭკვიანი, გაწონასწორებული და მზრუნველი ქალი. შესაბამისად, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.

სექსში ქალწულები არ განეკუთვნებიან მაინცდამაინც ცხელსისხლიანთა კატეგორიას. ამიტომ ამ ტიპის მამაკაცთან უფრო სულიერი სიახლოვე დაგჭრდებათ, ვიდრე საწოლში აკრობატული ილეთებით მისი გაოცება. სამაგიეროდ, იგი უჩვეულოდ ერთგული იქნება თქვენ მიმართ და გონებას ყოველთვის წინ დააყენებს, რაც არ უნდა სასიყვარულო ცდუნება შეხვდეს ცხოვრების გზაზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?