როგორ ვაცდუნოთ და დავაინტერესოთ მამაკაცი - "ვაბამთ" მორიელს

როგორ ვაცდუნოთ და დავაინტერესოთ მამაკაცი - "ვაბამთ" მორიელს

ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.

მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ მამრი მორიელი:

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი თავდაჯერებული, ამაყი, საკმაოდ ეჭვიანი, მესაკუთრე და უზომოდ სექსუალურია. იგი ბუნებით ფრთხილი და დაკვირვებულია. ამასთან ერთად, აქვს შესანიშნავი თანდაყოლილი ინტუიცია, შესაბამისად, მის მოტყუებას ამაოდ ნუ ეცდებით.

წესი პირველი და უმთავრესი - სექსი! ბევრი სექსი!

მორიელის ზოდიაქოს ორი მნიშვნელოვანი პლანეტა - მარსი და პლუტონი მართავს, ეს პლანეტები თავის მხრივ მამაკაც მორიელში აყალიბებს გამოკვეთილ მამაკაცურ თვისებებს ისეთს როგორიცაა: სიმამაცე, თავდადება, რისკის სიყვარული, ფსიქოლოგიური სიძლიერე, მესაკუთრული თვისებები, ნებისყოფა და პრინციპულობა. ამასთან ერთად, ეს კაცი საკმარისი დოზით ეჭვიანიც გახლავთ. შესაბამისად, ორმაგი თამაშები მორიელთან შესაძლოა თქვენთვის ფრიად სავალალოდ დასრულდეს.

მორიელი მაღალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ინდივიდია, ამიტომ სულელი ქალები არასოდეს იზიდავს. თუმცა არც ზედმეტად "ჭკუისკოლოფა" მანდილოსნებით იხიბლება. ამიტომ, რაც არ უნდა კარგ განათლებას ფლობდეთ, ნურასოდეს დაუწყებთ მას (მით უმეტეს სახალხოდ) მორალის კითხვას და დემაგოგიას. ასე მისი თავმოყვარეობა ძალიან შეილახება სამაგიეროს კი იგი ერთობ დაუნდობლად გადაგიხდით.

ამ კაცის მოხიბვლა თუ გსურთ, უნდა იყოთ თავდაჯერებული, გაწონასწორებული და მშვიდი, თუმცა არამც და არამც უემოციო და ფლეგმატური ადამიანი. მასთან მხურვალე რომანის გასაჩაღებლად აუცილებელია სექსის დიდი ოდენობა. ამასთან ერთად, სექსისთვის ყველაზე შეუფერებელ ადგილებშიც კი უნდა იყოთ მზად ყოველთვის. თავისუფლება და სპონტანურობა სექსში, ეს ის თემაა, რომელიც მორიელს დიდი ხნით მიაჯაჭვავს ნებისმიერ ქალთან. საიმისოდ, რომ მამაკაცი მორიელი მოინადიროთ, აუცილებლად უნდა იყოთ გულწრფელი და პირდაპირი. ამასთან ერთად, იგი სულით ძლიერი, მებრძოლი ქალებით იხიბლება და არასოდეს მისცეთ თავს უფლება უკან სდიოთ მას ან თავი დაიმციროთ, როგორც მასზე უიმედოდ შეყვარებულმა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?