როგორ უნდა მოვხიბლოთ ტყუპი ქალი, თუ ჩვენდამი ინტერესს არ ავლენს?

როგორ უნდა მოვხიბლოთ ტყუპი ქალი, თუ ჩვენდამი ინტერესს არ ავლენს?

ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით ქალები, ისევე როგორც მამაკაცები თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი შესაძლებელია მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე „რა სურთ ქალებს“ ..

ასე რომ ძვირფასო მამაკაცებო მოდით გავშალოთ კარტი და გავიგოთ რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი

როგორ მოვხიბლოთ ქალი ტყუპი

ქალი ტყუპი კომუნიკაბელური, ცვალებადი და თავქარიანია. იგი მარტივად იმსახურებს გარშემომყოფთა შორის სიმპათიას და საერთოდაც, ოსტატურად ეხერხება თავი მოაწონოს ადამიანებს. ამიტომ ამგვარი ქალის გვერდით რომ არ მოიწყენთ ეს უდავოდ ფაქტია. ტყუპ ქალს ბევრი მეგობარი ჰყავს, როგორც საკუთარი ისე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის. ამიტომ მისგან მრავალსაათიანი სატელეფონო საუბრები დაქალებთან და ხშირი ვიზიტები სამეგობროსთან ( და თავად ამ მეგობრების მხრიდან მასთან) არ უნდა გაგიკვირდეთ. თუ ბუნებით კომფორტის მოყვარული, ასოციალური ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით გირჩევთ ტყუპი ქალის მოხიბვლის მცდელობაზე ხელი აიღოთ. იმიტომ რომ ვერანაირი სიძლიერის სიყვარული ვერ აიძულებს მას უარი თქვას მეგობრებზე და ზოგადად, ხალხთან კომუნიკაციაზე. მაგრამ თუ მაინც ჯიუტად გსურთ მისი კეთილგანწყობის მოპოვება, პირველ რიგში დაუმეგობრდით მას, მერე მის მეგობრებს. ქალი ტყუპისთვის საყვარელი მამაკაცი პირველ რიგში კარგი მეგობარი, მრჩეველი და ინტელექტუალური პიროვნება უნდა იყოს. მას ყოველთვის უნდა გააჩნდეს თქვენთან სასაუბრო თემა. ამასთან ერთად აუცილებელია რომ მამაკაცს არასოდეს მობეზრდეს თავად მისი მოსმენაც. სამაგიეროდ ქალი ტყუპის სახით მხიარულ, მრავალმხრივ, ოპტიმისტ და კრეატიულ მეორე ნახევარს შეიძენთ. მარტო ის რად ღირს რომ მისი გაბრაზება არასოდეს იქნება საგანგაშო და ფრაზას „ამას არასოდეს გაპატიებ“ მისი მხრიდან ყურადღება არასოდეს უნდა მიაქციოთ სერიოზულად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?