რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე უგემოვნო ქალები

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე უგემოვნო ქალები

ჩაცმა-დახურვის საკითხებზე ვიწყებთ, სუსტი სქესის წარმომადგენელთა საზოგადოებაში. ალბათ ნებისმიერი ქალი მიიჩნევს, რომ მას კარგი გემოვნება აქვს და ზუსტად იცის რა, როგორ და რასთან ერთად ატაროს. თუმცა, ასტროლოგიურ სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ე.წ. "უგემოვნო" ქალთა კატეგორიაც, რომელთათვისაც ლამაზად ჩაცმა-დახურვის თემა ზოგჯერ აბსოლუტურად უინტერესო ან რთულად ასათვისებელი ფენომენია. როგორც უკრაინელი ასტროლოგი ვერონიკა ტკაჩენკო განმარტავს, ასეთ ქალებს აუცილებლად ესაჭიროებათ როგორც პირად სტილისტთან, ისე ასტროლოგთან კონსულტაციაც, რათა ინდივიდუალური და დახვეწილი იმიჯი მოარგონ და შეუსაბამონ საკუთარ გარეგნობას... მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ვერონიკას მიერ ნაკლებად გემოვნებიანი ქალბატონების "შავ სიაში" მოხვედრილი ზოდიაქოს ნიშნების სიას...

კურო – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, როგორც წესი, ტანსრული აღნაგობის არიან და ხშირად სხეულის ფუმფულა ფორმებითაც გამოირჩევიან სხვებისგან. პრობლემა კურო ქალის უგემოვნობისა შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში, რომ იგი ხშირად ვერ აფასებს ობიექტურად საკუთარ გაბარიტებს და სამოსს, რომელიც მოდურად ითვლება, აბსოლუტურად შეუსაბამოდ იცმევს. ქალი კუროს კიდევ ერთი ნაკლი არის ის, რომ მას ძალიან უყვარს დიდი ზომის, მასიური აქსესუარების ტარება, რის გამოც მისი წარმოსადეგი აღნაგობა კიდევ უფრო "მასშტაბური" და მძიმე ხდება. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად ტოვებს უხვად დახუნძლული უზარმაზარი, საშობაო ნაძვის ხის შთაბეჭდილებას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული სამოსითაა შემოსილი (არ დაგავიწყდეთ კუროები ხომ ცნობილი "ბრენდომანიაკები" არიან) მაინც უგემოვნოდ აცვია.

ქალწული – თუკი კუროს შემთხვევაში "მაქსიმალიზმია" ზედმეტად თვალშისაცემი და სასაყვედურო, ქალწულთან პირიქით – მინიმალიზმის სიყვარული "ჭრის თვალს" მნახველს. ქალწული ქალები, ბუნებით პედანტები და მოწესრიგებულები არიან. ამიტომ მათში ნებისმიერი სახის უზუსტობა ან კრეატივი, "ნორმიდან ამოვარდნილობის" შეგრძნებას და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს. ძირითადი პრობლემა, რომელსაც ქალწული შესაძლოა გადააწყდეს ამ მხრივ, არის ის რომ მას მუდმივად აქვს მიდრეკილება იყოს "ზუსტი" და არაფრით გამოირჩეოდეს სხვებისგან. აქედან გამომდინარე, იგი ერიდება სამოსში მკვეთრი ფერების, აქსესუარების ან თამამი ვარცხნილობის გამოყენებას. რაც ძალიან ხშირად უკარგავს ხიბლს მის ბუნებრივ სილამაზესა და დახვეწილ ვიზუალს.

მორიელი – ამ ქალის ძირითადი პრობლემა მის ჰიპერ-სექსუალურობასა და მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბეში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, დახვეწილი, გლამურული და მოდური მორიელებიც ბლომად გვხვდებიან ბუნებაში, მაგრამ მორიელი ქალების დიდი ნაწილი მაინც ვულგარულობამდე დასული, ზედმეტად სექსუალური სამოსის ან პირიქით მამაკაცური სტილისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ხვდება ვერონიკა ტკაჩენკოს "შავ სიაში". ქალი მორიელი მართლაც გადაჭარბებულად ფლობს ხასიათში მამაკაცურ თვისებებს, რაც ხშირად მის იმიჯსა და ჩაცმის სტილზეც აისახება. მეტალის სამკაული, უხეში ბათინკები, კომუფლაჟირებული სამოსი, ან უმაკიაჟო, მინიმალისტური იმიჯი მარტოოდენ პიჯაკისა და მკაცრი ქვედაბოლოს თანხლებით ხშირად წარმოაჩენს ამ ქალს ვიზუალურად არამიმზიდველად. თუმცა, საკმარისია, მან თუნდაც მკვეთრი, წითელი ფერის პომადა დაუმატოს აბსოლუტურად სადა იმიჯს, რომ ერთი შეხედვით უფერული ინდივიდიდან, სექსუალურ და მაცდურ ქალად იქცეს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ურჩევენ ქალ მორიელს საკუთარ გარედერობში (და ხასიათშიც) მეტი ქალური შტრიხების შეტანას.

მერწყული – ის ალბათ ყველაზე ექსცენტრული და არაორდინალურია საკუთარი გარეგნობითა და ვიზუალური იმიჯით ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის. მერწყული ქალის ურანული ბუნება ჩაცმა-დახურვის საკითხშიც, ისევე როგორც ყველაფერში აბსოლუტურ თავისუფლებას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ მერწყულისთვის სამოსი ხშირად არის თვითგამოხატვის თავისებური საშუალება. თუმცა, ამ ზემოთ ხსენებული "თვითგამოხატვის" ფორმით, იგი ხშირად შოკში აგდებს ცივილიზებული სამყაროს დიდ ნაწილს. მისი იმიჯი თამამად შეგვიძლია "ფუფალას" სტილს შევადაროთ. ჯინსის შარვალზე კორსეტი, საწვიმარზე ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ნაქსოვი სვიტერი და ხავერდის ქვედაკაბა... იგი იცმევს ისე, როგორც მის გულს უხარია და მოსწონს... მაგრამ ამით ხშირად ესთეტიურ შეურაცხყოფას აყენებს სხვა, გაცილებით უფრო დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ურჩევენ მერწყულს ექსპერიმენტები სამკაულის შერჩევის, ან ფერებით ლავირების კუთხით ჩაატაროს. ხოლო სამოსში უფრო მეტი უპირატესობა მიანიჭოს კლასიკურ ელემენტებს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?