3 ჭირვეული და ჯიუტი ქალი, რომლებსაც აზრს და ქცევას ვერაფრით შეაცვლევინებთ

3 ჭირვეული და ჯიუტი ქალი, რომლებსაც აზრს და ქცევას ვერაფრით შეაცვლევინებთ

შემთხვევაში მანამ სანამ, სასურველი მამაკაცის ხელში ჩაგდება აქვთ განზრახული), მაგრამ არსებობენ ქალები, რომელთა შტურმით აღებაა საჭირო, ან უარესი - მამაკაცებს საერთოდ არ სურთ მათთან ურთიერთობა, იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი ეკლიანი კაქტუსივით, მწარედ იკბინებიან. თუმცა, ისეთი მამაკაცებიც არსებობენ (მართალია ცოტა რაოდენობის), ვისაც ზუსტად ამგვარი "სუსხიანი ქალებისკენ" მიუწევს გული... ჩვენ გასწავლით ასტროლოგიურ ხერხებს და მეთოდებს თუ როგორ განაიარაღოთ ერთი შეხედვით უჟუმრი ქალი და როგორ მოახერხოთ ჭირვეულის მორჯულება.

ჭირვეული ნომერ პირველი - ვერძი

ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, მამაკაცების საზოგადოებაში უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე საკუთარი სქესის წარმომადგენლებს შორის, თუმცა დიდობაში ეს ყველაფერი მამაკაცებთან მეგობრობის ან უარესი პროფესიული კონკურენციის სახით ვლინდება. ქალი ვერძი მართლაც მოიკოჭლებს ჭეშმარიტად ქალური თვისებებით ხასიათში, მას არ შეუძლია იყოს ნაზი, მოქნილი და დიპლომატიური. რასაც ფიქრობს პირდაპირ ამბობს და არც იმას დაგიდევთ დიდად თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ამ საქციელით საზოგადოებაზე. მამაკაცები გაურბიან ასეთ ხისტ, უაპელაციო და უხეშ ქალებს. მაგრამ ყველა მონეტას ორი მხარე აქვს ეს ნუ დაგავიწყდებათ - ამიტომ შეყვარებული ვერძი, სასწორს ემსგავსება თუ, რა თქმა უნდა, ვინმემ მასში ამ გრძნობის გაღვიძება მოახერხა. სასწორი ქალების სინაზეზე კი ლეგენდები დადის. საიმისოდ, რომ ვერძი ქალი მოარჯულოს მამაკაცს დიდი მოთმინების უნარი, ტაქტი და გამჭრიახი გონება ესაჭიროება. ვერძი მიამიტი ნიშანია, მიტომ მამაკაცმა მას ჭკუითა და იუმორის გრძნობით უნდა აჯობოს. ნუ გამოიჩენთ სიხისტეს, დიქტატურას, რასაც ვერძი არასოდეს შეეგუება. თუმცა დაანახვეთ, რომ სულით ძლიერი ადამიანი ხართ, ამის გარეშე იგი თქვენ მიმართ პატივისცემას დაკარგავს.

ჭირვეული ნომერი ორი - ლომი

მისი ხასიათის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტად ამაყი და ამბიციურია დაბადებიდან. ზოგჯერ შესაძლოა გულში გარკვეული შიშიც ეპარება იმის გამო, რომ გადამეტებული პრეტენზიულობის გამო საერთოდ მარტო არ დარჩეს (ნუ დაგავიწყდებათ, ლომი - ქალწულის მომიჯნავე ნიშანია და ბევრი ქალი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ატარებს პირად კოსმოგრამაში ქალწულის დიდ გავლენას, რაც თავის მხრივ ზრდის პოტენციური შინაბერას სტატუსს ლომებში) თუმცა, სიამაყე არ აძლევს უფლებას, რომ მამაკაცს მარტივად მოსაპოვებელ ნადავლად აგრძნობინოს თავი. ძალზე ხშირად ეს სხვადასხვა ტიპის ჭირვეულობაში ვლინდება, ამიტომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ამ დედოფლური გარეგნობის ქალს აუცილებლად დიდი ფული უნდა დაახარჯონ, ძვირფასი საჩუქრებით გაანებივრონ და ზოგადად, თითის წვერებზე უნდა იარონ მის გარშემო. რეალურად კი ლომი ქალის გულის მოსაგებად საკმარისია ...უბრალო კომპლიმენტები. თუ თქვენ მას დილა-საღამოს, ინტენსიურად "მოამარაგებთ" აღტაცებული ფრაზებით იმის თაობაზე როგორი ლამაზი, ერთადერთი და განუმეორებელია, მერწმუნეთ, ლომი მოშინურებულ კატის კნუტს დაემსგავსება მალე.

ჭირვეული ნომერი სამი - მშვილდოსანი

ალბათ ფილმებში მაინც გინახავთ ველური ცხენი - მუსტანგი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს უსაბელოდ სირბილი და თავისუფლება. დაახლოებით იმავე გრძნობას იწვევს მამაკაცში ქალი მშვილდოსანი. იგი აღმერთებს დამოუკიდებლობას და ვერასოდეს, ვერავისგან იტანს მცდელობას "უნაგირი დაადგან" ან "ლაგამი ამოსდონ პირში". ამიტომ მამაკაცი, რომელიც მასთან გაცნობისთანავე ქორწინებაზე, ოჯახსა და მოვალეობებზე იწყებს საუბარს დიდი შანსია მოკლე ხანში საყვარელი ქალის გარეშე დარჩეს. საქმე იმაშია ძვირფასო კაცებო, რომ მშვილდოსანს "სპეციფიკური ქამანდი" სჭირდება. მან არასოდეს უნდა იეჭვოს ის, რომ ოდესმე თქვენ მის პირად თავისუფლებას შეეხებით. ნაკლებად გააკონტროლეთ ხოლმე, ასე საშუალებას მისცემთ თავად გაუჩნდეს მოთხოვნილება ნებისმიერი ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია წვრილად ჩაგაბაროთ. მშვილდოსანი აღმერთებს მეგობრულ ურთიერთობას. შესაბამისად, თუკი ჭკუა გეყოფათ, რომ მისთვის კარგ საყვარელთან ერთად, კარგი მეგობარიც იყოთ ჩათვლეთ, რომ ეს "ჭირვეულიც" მორჯულებულია.