კურო (21 აპრილი -21 მაისი )
კურო (21 აპრილი -21 მაისი )


ნიშნის ზოგადი დახასიათება

ადამიანები, რომელთაც ბედმა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად, როგორც წესი სხვებისგან მშვიდი, გაწონასწორებული და უშფოთველი იმიჯით გამოირჩევიან. მათი ცნობა გარეგნობის მიხედვით, ადვილზე ადვილი საქმეა. კარგი აღნაგობის, ძვალმსხვილი, ხშირად ჩასუქებული.. უჩვეულოდ ლამაზი, მეტყველი თვალებით და საოცრად ნათელი, მშვიდი მზერით..

ბუნებაში იშვიათად შეხვდებით კუროს, რომელიც თქვენს ყურადღებას ნერვოზული საქციელით ან ხმაურიანი აურზაურით მიიპყრობს, თუ მაინც შეხვედრიხართ ამგვარ ეგზემპლარს დამერწმუნეთ, ყველა ეს ნაკლოვანებები, მის პირად რუკაში ვერძის, ლომის ან მშვილდოსნის დიდი გავლენის შედეგი იქნება. მშვიდი და გაწონასწორებული ბუნების მიუხედავად, კუროებს შესანიშნავად ეხერხებათ, საზოგადოებაში საკუთარი გამოკვეთილი ადგილის დაიკავება და ბევრისთვის, ისინი პატივისცემისა და ნდობის ეტალონად ითვლებიან. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, გასაოცარი ემოციური კომფორტის შექმნის უნარი აქვთ თანამოსაუბრისთვის, თუმცა საიმისოდ, რომ ვინმე სულში ჩაახედოს, კუროს საკმაოდ დიდი დრო და ნდობის მაღალი კოეფიციენტი ესაჭიროება. ეს ადამიანები, ყოველთვის ახერხებენ გარშემომყოფებთან საპატიო დისტანციის დაცვას, საიმისოდ რომ ამით საკუთარი ემოციური კომფორტი არ დაირღვიონ. მათი ხასიათის ეს თვისება, მმართველი სტიქიის, მიწის გავლენას უნდა მივაწეროთ. კუროს უყვარს, როცა ფეხქვეშ ნიადაგის შეიგრძნებას არ კარგავს, შესაბამისად გასაკვირი არაა, ის ფაქტი თუ რატომ ერიდება იგი ზედაპირულ კავშირებს, რბილად რომ ვთქვათ, „ჰაერში ყოფნა“ მის ფაქიზ ფსიქიკას საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს, კუროს კი რაც ყველაზე მეტად არ უყვარს ცხოვრებაში, ეს ფსიქოლოგიური დისკომფორტია. ამ ადამიანებს გააჩნიათ უჩველო თვისება, აუღელვებლად აკეთონ საკუთარი საქმე, ისე რომ ნაკლებად მიაქციონ ყურადღება გარშემო მიმდინარე მოვლენებს. თანდაყოლილი სიძულვილი მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებების მიმართ, კუროს აიძულებს საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაქსიმალურად დაცული და კომფორტული გარემოს შექმნაზე მუხლჩაუხრელად იმუშაოს. შრომა კი კუროს ნამდვილად არ ეზარება. კურო ნაბიჯ -ნაბიჯ მიიწევს წინ, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ბედნიერი და სრულიად რეალური მომავლისკენ. აჩქარება ამ ადამიანებს, როგორც წესი არცერთ საქმეში არ ახასიათებთ, მით უმეტეს როცა საუბარი ქონების დაგროვებას და ცხოვრების მოწყობას შეეხება. შემთხვევითი როდია, რომ კურო ზოდიაქოს მეორე ანუ ფულის სახლს განაგებს. ფინანსური კეთილდღეობა ამ ადამიანებისთის ცხოვრებაში ერთერთი უმთავარესი კრედო და მისწრაფებაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ძუნწი მათ არავითარ შემთხვევაში არ ჰქვიათ. უფრო რაციონალურ მხარჯველებს დავარქმევდი მე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ან კი რა არის ცუდი იმაში, თუ საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს ქარს დაუფიქრებლად არ გაატან? კუროები ბუნებით ერთგული, მზრუნველი ხალხია. თუ პარტნიორი ემოციურ კომფორტს შეუქმნის, კუროსგან საუკეთესო მეუღლე, მეოჯახე და პარტნიორი დგება. რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად იზრუნებს იმაზე, რომ საკუთარი მეორე ნახევარი მაქსიმალურად უზრუნველყოს და გაანებივროს.




 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ