ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)
ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

„ადამიანი დღესასწაული“ - ასე შემიძლია, ორი სიტყვით დავახასიათო, ადამიანები რომელთაც ბედმა, ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად. ლომი გულით იმართება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმამადგენლებისთვის, ცხოვრებაში ყველაფერი „გულზე გადის“. მათი გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, ენერგია და ტემპერამენტი ბევრ ადამიანზე სტიმულის მომცემად და პოზიტიურად მოქმედებს. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ლომებს შორის ბევრი ფსიქოლოგი, მასწავლებელი ან რელიგიური ლიდერი გვხვდება. თქმა არ უნდა, ლომებს უყვართ რჩევა-დარიგებების გაცემა და სხვებისთვის ჭკუის სწავლება. ამ ყველაფერს ისინი სიამოვნებით აკეთებენ და საკუთარი თავის რწმენა ერთი ორად უმაღლდებათ, თუკი საპირისპირო მხარეს მადლიერების გრძნობა და აპლოდისმენტები არ დააყოვნებს. ლომები კომუნიკაბელური, დინამიური და ეპატაჟური ნატურები არიან. აქედან გამომდინარე, ბევრ ლომს სურვილი, გამუდმებით იმყოფებოდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ხშირად სამსახიობო კარიერისკენაც უბიძგებს. მით უმეტეს, რომ მათი უმრავლესობა შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით და თანდაყოლილი არტისტიზმით გამოირჩევა. სხვა რაღა არის მსახიობის კარიერისთვის აუცილებელი? თუმცა, თუ მაინც და მაინც მსახიობობა არ აირჩია პროფესიად, ნებისმიერი ლომი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ სფერო რომელშიც მას უწევს მოღვაწოება, მისთვის წარმატების ტრამპლინად იქცეს და რაც შეიძლება ბევრი ადამიანის აღფრთოვანება დაიმსახუროს. შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ასტროლოგები სამეფო ნიშნად მოიხსენიებენ. ამას არა მარტო მათი მმართველი პლანეტის - მზის დომინანტური მნიშვნელობა განაპირობებს გალაქტიკაში, არამედ ლომების ხასიათიც. ნებისმიერ ლომს, რაც არ უნდა მოკრძალებულად მოგეჩვენოთ იგი ურთიერთობის საწყის ეტაპზე, საკუთარი თავის უზომო რწმენა და მეფური სიამაყე გააჩნია. ამასთან ერთად, ამ ადამიანებში გარშემომყოფებზე „მეფობის“ სურვილს, შესანიშნავად ერწყმის გულუხვობა და დიდსულოვნება. მათ არ სჭირდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება ვინმეს წინაშე და როგორც წესი, ისინი ამაზე თავს არც არასოდეს იწუხებენ. მანერა ნებისმიერ სიტუაციაში თავი ღირსეულად დაიჭიროს, ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ლომისთვისაა დამახასიათებელი. ხოლო, თუკი თქვენ უპრეტენზიო, მორცხვი და ჩუმი ლომი შეგხვედრიათ ცხოვრებაში, სავარაუდოდ მას პირად რუკაში თევზების ან კირჩხიბის დიდი გავლენა ექნება, სხვა შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს უბრალოდ ვერავინ აიძულებს იმას, რომ მოკრძალებულად იჯდეს სადმე კუთხეში, მაშინ როცა გარშემომყოფთა თვალწინ, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსი ეძლევა. ამ ადამიანებს სძულთ მარტოობა და მოწყენილობა. ამიტომ ნებისმიერი სახის მოწვევას გასართობ ღონისძიებაზე ან საინტერესო ივენთზე სიამოვნებით იღებენ. საზოგადოებაში ტრიალი, ნებისმიერი ლომისთვის ჰაერივით აუცილებელია. თავის მხრივ, ბევრი ადამიანი ეძებს მათთან მეგობრობას, გამომდინარე იქედან რომ მათში მფარველს და ავტორიტეტს ხედავენ. მუდამ პოზიტიური განწყობა, მხიარული ხასიათი და თავის ღირსეულად დაჭერის მანერა, ბევრ ლომს მიბაძვის ეტალონად აქცევს საზოგადოებაში. ლომების უმრავლესობას კარგი ორგანიზატორული ნიჭი და კრეატიული აზროვნების უნარი აქვს. ისინი არასოდეს გაურბიან პასუხისმგებლობებს, რაც საშუალებას აძლევს მათ ხშირად საკმაოდ მაღალი თანამდებობრივი პოსტები დაიკავონ. თუმცა საკუთარი მეფური
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმიჯის უკან, ხშირად ბევრი ლომი ერთობ ემოციურ და სათუთ ნატურას მალავს. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ლომი გულით იმართება, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა სჩვევიათ, რაც სამომავლოდ არაერთგზის უქმნის მათ პრობლემებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ლომებს უყვართ სიტუაციის ფლობა და ლიდერობა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სიამოვნებით ირგებენ ოჯახში „მამა -მარჩენალის“ როლს და ამით ამაყობენ კიდეც. თუმცა მცდელობა, ლომს იქეთ შესთავაზოთ დახმარება, სავარაუდოდ მისი მხრიდან ამაყად ნათქვამი „არა“-თი დაგვირგვინდება. ორივე სქესის ლომები, დიდი პრეტენზიულობით და დაკვირვებით ეკიდებიან სამსახურის თემას. არც ერთი ლომი არ დათანხმდება სამუშაოს, სადაც მას კარგი ხელფასი, მაგრამ უღიმღამო თანამდებობა ელოდება. სამაგიეროდ, სიხარულით მიიღებს წინადადებას, იყოს უფროსის პირველი მრჩეველი კადრების ინვენტარიზაციის საკითხებში, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე. ხელფასს მნიშვნელობა არ აქვს, ლომისთვის მთავარია, ტიტული რომელსაც ესა თუ ის სამსახურეობრივი პოზიცია ანიჭებს მას. სიყვარულში ლომები უზომოდ რომანტიული, ემოციური და თბილი პარტნიორები არიან. რადგან გულით იმართება, ბევრი ლომი ხშირად მზადაა სიყვარულის გამო ყველაფერი დადოს სასწორზე. თუმცა თუკი მისმა გულისსწორმა, მათი ეს თავგანწირვა ჯეროვნად ვერ დააფასა, ლომის მხრიდან აღშფოთებას და სამუდამო გაცივებას დაიმსახურებს. როგორც წესი, ლომები კარგი მეოჯახეები და მზრუნველი მეუღლეები არიან, ოღონდ იმ შემთხვევაში თუკი მეორე ნახევარი, მათ უპირატესობას აღიარებს. სხვა შემთხვევაში, ლომს არაფრად უღირს დაანგრიოს ოჯახი და მისი პერსონის მეტად დამფასებელ პარტნიორთან გადაბარგდეს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ