მორიელი (24 ოქტომბერი -22 ნოემბერი)
მორიელი (24 ოქტომბერი -22 ნოემბერი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს თანდაყოლილი სიმამაცე, პრინციპულობა, ამტანობა და გარშემომყოფებით გასაოცარი მანიპულაციის უნარი გააჩნიათ. ნებისმიერი ადამიანის დაბადებას, რომელიც 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის შუალედში ევლინება ქვეყანას, როგორც წესი, ოჯახსა და სანათესაოში ვინმეს გარდაცვალება უსწრებს წინ. ასტროლოგების აზრით მორიელში, არაერთი, არამედ ერთბაშად ორი ადამიანის სასიცოცხლო ენერგიაა თავმოყრილი, სწორედ ამით აიხსნება ალბათ, ის ფატალური მოვლენები, რაც მათ დაბადებას უძღვის წინ. მორიელების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებაა წარბშეუხრელად, თავისებური გულგრილობითაც კი შეხვდეს განსაცდელს. სწორედ ამ თვისების გამო იმსახურებენ ისინი, გარშემომყოფთა მხრიდან მოწიწებას და პატივისცემას. თუმცა უნარი შეურაცხყოფის ან წყენის (თუნდაც გაუცნობიერებლად) მიმყენებელს, წლობით დაგეგმილი შურისძიებით გადაუხადონ სამაგიერო, მორიელს მეგობრებთან ერთად, მტრების რაოდენობასაც უმრავლებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს უნარი აქვს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს, ზედმეტი პანიკის ან აჟიოტაჟის გარეშე შეხვდეს და გაუმკლავდეს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების დაშინება ან დატერორება, როგორც წესი, შეუძლებელი რამაა. ასტროლოგთა აზრით, მორიელები რამოდენიმე კატეგორიად იყოფიან. მათ შორის ოთხი სახის ინდვიდი გვხვდება. პირველს ასტროლოგების ენაზე, „ნაცრისფერი ხვლიკები“ ჰქვიათ, ამ ადამიანებს ყველა ის თვისება გააჩნიათ რაც ზოგადად მორიელს. თუმცა, მათ არ გააჩნიათ გამოკვეთილი სიმამაცე, რის გამოც, ყოველთვის ურჩევნიათ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა შემოვლითი გზებით და ზურგში დარტყმის მიყენებით მოიგონ. მეორე ტიპი „ტარანტულია“- ამ ინდივიდს, შედარებით მეტი გამბედაობა გააჩნია საიმისოდ,რომ მოწინააღმდეგეს ღიად დაუპირისპირდეს, თუმცა როგორც წესი, ისინი ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა სასურველი შურისძიების გეგმა, უკვე სისრულეში აქვთ მოყვანილი. მესამე ტიპი „არწივია“ - მათ რიგში, მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური და სულიერად გაწონასწორებული მორიელები შედიან. ამ ადამიანებს მოწინააღმდეგის მიმართ, ღია გამოწვევა ახასიათებთ და სანამ ამ უკანასკნელს არ გაანადგურებენ, არ ანებებენ თავს. აი მეოთხე ტიპის ინდივიდები ძალზე იშვიათად გვხვდებიან და ყველაზე დიდად ფასობენ მორიელთა შორის. მორიელის განვითარების ამ უმაღლეს ტიპს - „მტრედი“ ეწოდება. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საკუთარ, ბანალურ შურისმაძიებლურ ბუნებაზე მაღლა დადგომა ისწავლეს ცხოვრებაში და თავდაცვის იარაღადაც კი სიკეთეს იყენებენ. მტრედის საუკეთესო მაგალითია ცნობილი ქართველი მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეოთხე კატეგორიის მორიელები, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან, რადგან ბევრს არ ხელეწიფება სულიერი განვითარების ასეთ მაღალ დონეზე ასვლა. მორიელი ორი უძლიერესი პლანეტის პლუტონისა და მარსის მმართველობის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებში შესაშური ბრძოლისუნარიანობა (მარსი) და დამანგრეველი ენერგია (პლუტონი) ერწყმის ერთმანეთს. თუმცა მარსით მართული კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშნის, ვერძისგან განსხვავებით, მორიელის საბრძოლო სტრატეგია, ყოველთვის დეტალურ გათვლებს ეფუძნება, ვიდრე იმპულსურ ქმედებებს. პლუტონის გავლენით კი, ამ ადამიანებს ნგრევის გამოწვევა, არამარტო სხვებში, საკუთარ თავშიც ანალოგიური წარმატებით შეუძლიათ. ორივე სქესის მორიელებს უარყოფითი თვისება, წყენა ხანგრძლივი დროით ატარონ გულით, მანამ სანამ შურისძიების ობიექტს სამაგიეროს არ გადაუხდიან, ხშირად უქმნის პრობლემას ჯანმრთელობის კუთხით. თუმცა გასაოცარი რეგენერაციის უანრის გამო, მათი უმრავლესობა ხშირად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის დაავადებას და ახერხებს ფეხზე დადგეს, მაშინაც კი როცა სხვები
იღუპებიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ