გაქვთ თუ არა მანიპულაციის და მართვის ნიჭი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გაქვთ თუ არა მანიპულაციის და მართვის  ნიჭი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ დაკვირვებიხართ, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც სხვების დარწმუნების გასაოცარი ნიჭი აქვს. ასეთი ხალხი ძალზე ხშირად იკავებს საპასუხისმგებლო პოსტებს მნიშვნელოვან სტრუქტურებში. ყველაფერის მიზეზი კი მათი მაგნეტიზმი და ფსიქოლოგიური ზეწოლის გასაოცარი უნარია გარშემო მყოფებზე. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთაც ყველაზე ხშირად გააჩნიათ სხვებზე ზემოხსენებული მანიპულაციის, მართვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ნიჭი.

ლომი - თანდაყოლილი მოთხოვნილება გააჩნია სხვებზე აიღოს პასუხისმგებლობა და ზოგადად, იყოს ლიდერი. ლომებს გამოკვეთილი "ეგო" გააჩნიათ. ამიტომ ზუსტად სხვებზე გავლენის მოხდენითა და პასუხისმგებლობების აღებით ახერხებენ ისინი, ეგოს სრულფასოვნად დაკმაყოფილებას. კიდევ ერთი, ლიდერული ნიშნის - ვერძისგან განსხვავებით, ლომი აღმერთებს მომენტს, როცა სხვები მის ქმედებაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ შესანიშნავად შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა და ისეთი იმიჯის "გამოძერწვა", რომელიც გარშემო მყოფებში შიშისა და მოწიწების გრძნობას იწვევს.

მორიელი - მისი მისწრაფება, ფარული ლიდერის როლით შემოიფარგლება. ლომისგან განსხვავებით მორიელები არასოდეს იწონებენ თავს საზოგადოების წინაშე საკუთარი იმიჯით. ამ ხალხს "კულისებსმიღმა თამაში" უფრო ეხალისება. მორიელს გასაოცარი ფსიქოლოგიური ალღო, კარგი ინტუიცია და სიფრთხილე გააჩნია. ამიტომ ადამიანების ცნობა ხშირ შემთხვევაში არასოდეს ეშლება. შესაბამისად, კარგად ხედავს სისუსტეებსაც და ზუსტად იცის, როგორ და რა სახით განახორციელოს ზეწოლა გარშემო მყოფებზე საიმისოდ, რომ თავისას მიაღწიოს.

მერწყული - მეთოდები, რომლითაც მერწყული საზოგადოების მართვასა და "პარალიზებას" ახდენს ხშირად ერთობ კრეატიული და არაორდინალურია. ლომის ზოდიაქოს მსგავსად მერწყულებსაც არანაკლებ უყვართ ლიდერობა და სიტუაციის ბატონ-პატრონის როლის თამაში. თუმცა, მათი "სვლა" ლიდერის პიზიციისკენ, არა დიქტატის არამედ საყოველთაო მეგობრობისა და კოლეგიალობის საფუძველს ემყარება. მერწყულმა კარგად იცის მასის ფსიქოლოგია (პლანეტა ურანი, რომელიც მერწყულს მართავს ჯგუფურობის, კოლექტივიზმის სიმბოლოა) ამასთან ერთად, თანამმართველი სატურნის გავლენით მერწყული ჯიუტი და პატივმოყვარეა. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ხერხებით კარგად ახერხებს მიიღოს სასურველი მასებისგან. ოღონდ მშვიდობიანი მეთოდებით და კონფლიქტების გარეშე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ