ზოდიაქოს ნიშნის ქალების სამი ყველაზე დიდი ნაკლი
ზოდიაქოს ნიშნის ქალების სამი ყველაზე დიდი ნაკლი
ნებისმიერი ქალი ამქვეყნად გამოირჩევა განსაკუთრებული სახასიათო შტრიხებით, რომელიც ხშირად ყველაზე აქტიურად პირად ურთიერთობაში ვლინდება. ამ ყველაფერს კი დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი და ნიშნის მმართველი პლანეტა-მფარველი. ამიტომ ქალებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კონკრეტული ნეგატიური ნაკლოვანებები გააჩნიათ, რომლითაც საკმაოდ ხშირად აღიზიანებენ მამაკაცებს. ჩვენ გეტყვით დღევანდელ სტატიაში თუ რა ნაკლი აქვთ ქალებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი ქალის ნაკლი უაზრო სიფიცხე, დომინირების მუდმივი სურვილი და მფლანგველობაა.

კურო ქალის ყველაზე დიდი ნაკლი სიჯიუტეა, ამასთან ერთად იგი უარს ამბობს ხოლმე ცვლილებებზე და ახასიათებს ნივთების მიმართ მიჯაჭვულობა.

ტყუპი ქალის ხასიათში მამაკაცები ყვლაზე გამაღიზიანებელ თვისებად გაუთავებელ ლაპარაკს, არაპროგნოზირებად ხასიათსა და ზედაპირულობას თვლიან.

ქალი კირჩხიბის ყველაზე ნეგატიური თვისებებია - გაუთავებლად წუწუნისკენ მიდრეკილება, ეჭვიანობა და ინტრიგების ხლართვის სურვილი.

ლომი ქალი მამკაცებს აღიზიანებს წრეგადასული სიამაყით, ამბიციურობით და ზედმეტი მოთხოვნებით.

ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალში მამაკაცებს აღიზიანებთ სიძუნწე, ზომაგადასული მერკანტილურობა და მუდმივი კრიტიკის სურვილი.

სასწორი ქალი მამაკაცს აღიზიანებს მერყევი ხასიათით, ზედმეტი სირბილით და ლოიალურობით.

მორიელი ქალი მამაკაცებს ხშირად ებრძვის, მისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება, ასევე არის უზომოდ ეჭვიანი და შურისმაძიებელი.

მშვილდოსან ქალში მამაკაცს აღიზიანებს არასტაბილურობა, ფლირტისკენ მიდრეკილება და გადამეტებული იდეალიზმი.

თხის რქა ქალი მამაკაცებს ხშირად აფრთხობს ემოციური თავდაჭერილობით და სიცივით, ასევე გადამეტებული კარიერისტობით.

მერწყული ქალისგან მამაკაცები ყველაზე ხშირად გარბიან იმის გამო, რომ ვერ გაუგიათ ამ ქალს მათთან მეგობრობა უნდა თუ სასიყვარულო ურთიერთობა. ასევე აღიზიანებთ მასში ექსცენტრიკულობა და სურვილი მუდმივად ყველას დაეხმარონ.

თევზი ქალი მამაკაცს აღიზიანებს იმით, რომ იგი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავისგან შექმნას "მსხვერპლი", არის ზედმეტად მეოცნებე და არაპრაქტიკული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ