ჩახუტების ჰოროსკოპი
ჩახუტების ჰოროსკოპი
ადამიანების უმეტესობა, სიყვარულსა და სიმპათიას სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ზოგისთვის სიტყვებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში, ვიღაცას კი ჩახუტებისა და კოცნის გარეშე ვერ წარმოუდგენია ემოციების გამოხატვა. ასტროლოგებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, განსხვავებულად და ინდივიდუალურად ჩახუტება ახასიათებთ.

ვერძი ემოციებს სპონტანურად გამოხატავს. ჩახუტება არ უყვარს. შესაძლოა სიყვარულით ზურგზე ხელი დაგიტყაპუნოს.

კუროს საოცრად უყვარს შეხება. ამიტომ მისი ჩახუტება ხანგრძლივი და გულითადია.

ტყუპი მოუსვენრები და აქტიურები არიან. უფრო ხშირად ჩახუტების ნაცვლად, ხელის ხელზე მოჭერით ურჩევნიათ თქვენთვის საკუთარი ემოციის გადმოცემა.

კირჩხიბს თუკი უყვარხართ, მზად არის დღე და ღამე იყოს თქვენთან ჩახუტებული.

ლომი სიყვარულის აფიშირებას მძლავრი ჩახუტებით გამოხატავს. ოღონდ ყველას როდი ეხუტება.

ქალწულს სასტიკად ეზიზღება ახლო კონტაქტი. თვლის, რომ ჩახუტება მიკრობების გადატანის საუკეთესო გზაა. ამიტომ იშვიათად ეხუტება.

სასწორი ჩახუტებისა და სითბოს გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. მისი სტილია ხშირი ჩახუტება.

მორიელი სიყვარულს ჩახუტების ნაცვლად ბწკენით ან მსუბუქი კბენით გამოხატავს. სხვანაირად არ ეხერხება.

მშვილდოსანი ვერ კმაყოფილდება ჩახუტებით. თუკი უყვარხართ, უნდა თქვენი ხელში ატაცება.

თხის რქა თავშეკავებული და დინჯია. მისი სიყვარული ხელის მჭიდრო ჩამორთმევით გამოიხატება. ვერ იტანს ჩახუტებას.

მერწყული მზად არის მთელ მსოფლიოს ჩაეხუტოს. მისი სიყვარული ყველას გასწვდება.

თევზები გიჟდება ჩახუტებაზე. რომ შეეძლოს დღე და ღამე იქნებოდა საყვარელი ადამიანის მკლავებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ