ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ყველაზე ხშირად გაურბიან მამაკაცები
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ყველაზე ხშირად გაურბიან მამაკაცები
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ორიენტირება, ამიტომ ქალის მხრიდან გამუდმებული საყვედურები, მოთხოვნები და მითითებები მათ უმრავლესობას ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს. შესაბამისად, ისინი, სინდისის ქენჯნის გარეშე იცილებენ თავიდან "აბეზარს", რასაც ქალები თავის მხრივ მამაკაცურ "უგულობას" და სისასტიკეს უწოდებენ ურთიერთობაში. მოკლედ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს ამიტომ ძალზე ხშირად, ქალებსაც შესწევთ ძალა ე.წ. "ფსიქოლოგიურ ტერორში" ამყოფონ საკუთარ პარტნიორი ან მეორე ნახევარი. თუმცა, ქალიც არის და ქალიც, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ხასიათშიც მეტ-ნაკლებად, ბავშვობიდანვე ჩადებულია აუტანელი მეგერას თვისებები. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნას, რომ ქვემოთ მოყვანილ ზოდიაქოს ნიშნებს შორის დაბადებული ყველა ქალი ერთნაირი "ტვინის ბურღი" და აბეზარია... ეს მხოლოდ ზოგადი სტატისტიკაა მეგობრებო, მაგრამ თუ მაინც გეცნოთ რომელიმე თვისება ან საკუთარი თავი, ნუ განაწყენდებით - შეეცადეთ სიტუაციას მამაკაცების თვალითაც შეხედოთ და მიხვდებით, რატომ გარბიან ისინი თქვენგან.

კირჩხიბი
დიახ, მხოლოდ კირჩხიბს და სხვას არავის ძალუძს სასურველ მამაკაცს საცეცები ისე ჩაავლოს, რომ ამ უკანასკნელმა არათუ თავისუფლად მოქმედება, სუნთქვაც კი ვერ შეძლოს მისი ნებართვის გარეშე. კირჩხიბი არაჩვეულებრივი მანიპულატორია, შეუძლია წარმატებით დადგას სცენები - იტიროს, თავი მსხვერპლად მოაჩვენოს საზოგადოებას ან სულაც მძიმე ავადმყოფის როლი მოირგოს, რომელსაც "სასტიკი და უგულო ქმარი" საშინელ დღეში აგდებს. თანაც არ დაგავიწყდეთ, იგი ხან ისე იჭრება როლში, რომ სავსებით შესაძლებელიაა მართლაც დაემართოს რაიმე ტიპის ავადმყოფობა. ამასთან ერთად, არ გეგონოთ ოდესმე, რაიმეში გამოტეხოთ ან აღიაროს რამე. კიბო უზომოდ ძლიერი თავდაცვის ინსტინქტით გამოირჩევა, შესაბამისად, მამაკაცს ისღა დარჩენია ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გონივრული დისტანციის დაკავებით დაიცვას თავი.

ლომი
თუკი იგი ბავშვობიდან ფუფუნებაში გაზარდეს ან მთლად უარესი, ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, მამაკაცებო, მაგრად დადექით - ქალი ლომი, აუცილებლად შეეცდება თქვენი სახით ახალი სათამაშოს პოვნას, რომელიც მის ნებისმიერ კაპრიზს უნდა ასრულებდეს უსიტყვოდ და მადლიერებით. ასეთი ქალები, შინაგანად თავს ყველაზე აღმატებულად და განსაკუთრებულად გრძნობენ. თვითშეფასების კოეფიციენტი იმდენად მაღალი აქვთ, რომ ნებისმიერს შეშურდება მისი. შესაბამისად, მამაკაცის მხრიდან ნათქვამი "არა" ქალ ლომს ისტერიკაში აგდებს. იგი საშინლად ეგოისტი, მომთხოვნი და პრეტენზიულია, ამასთან ერთად არ გეგონოთ, რომ რომელიმე მეტოქეს ჰორიზონტზე გააჭაჭანებს. ლომს ძალიან ძლიერად აქვს განვითარებული კონკურენციის მომენტი, შესაბამისად, საყვარელი მამაკაცის გზიდან სხვა ქალის ჩამოშორება მისთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგეს.

ქალწული
ნებისმიერი ქალი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას, აუცილებლად გამოირჩევა ფხიზელი გონებით, გამჭრიახობითა და წინდახედულობით; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს შეეხება. ქალწული ქალის ცუდი ვარიანტი კი, შეიძლება აუტანლად ძუნწი, ეკონომიური და ხელმომჭირნეც იყოს. მას შეუძლოა პარტნიორის ყველა ნაბიჯი გააკონტროლოს და თითოეული კაპიკის სწორად გამოყენების ინსტრუქცია მისცეს დაუღალავად. ხშირად ასეთი ქალი, მეშჩანური მიზნით უკავშირებს ცხოვრებას მამაკაცებს. ამასთან ერთად, ქალწულების უმეტესობა ვიზუალური მომხიბვლელობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ კარგი მიზეზია მათთვის საკუთარი გარეგნობის "სარფიანად" გასაყიდად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ