რომელი ფერია თქვენთვის წარმატების მომტანი ასტროლოგიური თვალსაზრისით
რომელი ფერია თქვენთვის წარმატების მომტანი ასტროლოგიური თვალსაზრისით
პლანეტები და მათი განლაგება ადამიანის არა მხოლოდ ხასიათს და ცხოვრებისეულ მოვლენებს განაპირობებს. არამედ, დიდწილად გვიჩვენებს იმასაც, თუ კონკრეტულად როგორი სტილის ან ფერის სამოსში გამოიყურება იგი განსაკუთრებით მომხიბვლელად. ამიტომ ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ სწორად შეარჩიოთ სამოსის ფერი, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უხდებათ წითელი ფერი და ყველა მისი გრადაცია. ეს ფერი ძველთაგან ასოცირდება მაღალ აქტივობასთან, გამბედაობასა და ძალასთან.

კურო
თქვენი ძირითადი ფერია ლურჯი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა. დამამშვიდებლად მოქმედებს ვარდისფერი, ვინაიდან ეს ფერი წითლისა და თეთრის ნაზავია, მიუთითებს კომფორტისკენ სწრაფვაზე.

ტყუპი
ტყუპისთვის ყველაზე ახლობელი ფერია ყვითელი, რადგან ის ენერგიული, ნათელი და მოძრაობის სიმბოლოა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყალიბებს შემოქმედების ძალას და აქტივობას. არანაკლებ ახლობელი მწვანე კი, უმყარებს ჯანმრთელობას, თავმოყვარეობასა და სიჯიუტეს.

კირჩხიბი
კირჩხიბის ძირითადი ფერებია ვერცხლიფერი და რუხი. ეს ფერები ასოცირდება სიმშვიდესთან, რომლებიც აწყნარებენ ცვალებად ემოციებს. განწყობის ასამაღლებლად კარგია ნარინჯისფერი, როგორც საკმაოდ ოპტიმისტური ფერი

ლომი

ოქროსფერი იწვევს სილამაზისა და განახლების განცდას, ეს ფერი ხაზს უსვამს ლომების გულუხვობას. ექსპრესიული ემოციების სტაბილიზაციისათვის სასურველია თეთრი, ხოლო ნარინჯისფერი კი აგიმაღლებთ განწყობას.

ქალწული
ქალწულებს მწვანე და ყავისფერი უხდებათ. კეთილშობილი ყავისფერი უხდებათ პრაქტიკულ ქალწულებს, რადგანაც ის ასოცირდება რაციონალურ აზროვნებასთან, ნიჭთან და მიწასთან. მწვანე ხელს უწყობს გონების სტიმულიზაციას და ითვლება აღორძინების სიმბოლოდ.

სასწორი

სასწორებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ პასტელურ ტონებს, პირველ რიგში ცისფერს, მწვანეს და ზღვისფერს, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ცისფერი ძირითადი ფერია, რომელიც ეხმარება მათ მოვიდნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

მორიელი
მორიელის წინააღმდეგობრივ და მძიმე ხასიათს შესანიშნავად მიესადაგება ძოწისფერი და წითლის ყველა მუქი ტონალობა. ისინი ასოცირდება სიძლიერესა და იდუმალებასთან, რომლებიც თანდაყოლილი თვისებებია ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის. შავი ფერიც იდეალურია მორიელისთვის.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სასურველია არჩევანი შეაჩერონ იისფერის გრადაციებზე, რომლებიც ასოცირდება ამბიციურობასთან, ძალაუფლებასა და ფუფუნებასთან. რადგან ეს ფერი ლურჯისა და წითლის ნაზავია, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო ფერებია, როგორც თავად მშვილდოსნის ხასიათი.

თხის რქა
თხის რქის სტაბილურ და ჯიუტ ხასიათს ყველაზე უკეთ შეესაბამება ყავისფერი, იმდენად რამდენადაც ეს ფერი განასახიერებს მდგრადობას და სტაბილურობას. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მოუხდებათ მუქი ტონები, რადგან ეს ტონები ასოცირდება თავშეკავებულობასთან, რაც ასე ნიშანდობლივია თხის რქისთვის.

მერწყული
მერწყულები უპირატესობას ანიჭებენ არცთუ კაშკაშა ფერებს, როგორიცაა ცისფერი და მწვანე. მერწყულების უმთავრესი თვისებაა სწრაფვა შემეცნებისკენ. სწორედ ეს ტონალობები ეხმარება მათ აზროვნების სტიმულირებაში. ვერცხლისფერი კიდევ ერთი სასურველი ფერია ამ ნიშნისთვის.

თევზები
ამ პერიოდში დაბადებულებს ყველაზე მეტად ლილისფერი და იისფერი უხდებათ. ეს ტონები ხშირად ასოცირდება ფერიცვალებასა და ცვლილებებთან. განასახიერებენ თევზების ექსტრასენსორულ უნარს, შეაღწიონ სხვა ადამიანების გრძნობებსა და ემოციებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ