TOP სამი გაიძვერა ზოდიაქოს ნიშანი
TOP სამი გაიძვერა ზოდიაქოს ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თანაბრად ეძლევათ გარკვეული დადებითი და უარყოფითი პოტენციალი სახასიათო შტრიხების სახით. თუმცა ის, თუ რამდენად იყენებს ესა თუ ის ინდივიდი მოცემულობას, რომელსაც კოსმოსი აძლევს სხვა საკითხია. არსებობს სამი ყველაზე ეშმაკი, გამჭრიახი და ხშირად გაიძვერობისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშანი:

ტყუპი - მათი ორსახოვანი ბუნება, მოქნილობა და სისწრაფე მოქმედებაში შეუდარებელია. ტყუპს ყოველთვის შეუძლია იპოვნოს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი და წამის მეასედში შეიმუშაოს "გეგმა - ბე". იგი ლაპარაკის დიდოსტატია და მისი გაიძვერობის მთავარი ატრიბუტიც ხშირად არის ენა.

ქალწული - მერკანტილური, წინდახედული და ფრთხილია. ამასთან ერთად, უზომოდ ჭკვიანი და მოქნილი. ქალწულებს შეუძლიათ "თვალიდან ბეწვი ამოუღონ" ნებისმიერს, თანაც ამას გასაოცარი ოსტატობით სჩადიან. ისინი არასოდეს თანხმდებიან არაფერს, თუკი რაღაც დოზით მოგებას არ ხედავენ ამ საქმიდან. სამაგიეროდ, შეუძლიათ კარგად ვაჭრობა და საკუთარ ინტერესებს არასოდეს დააზარალებენ.

მორიელი - ეშმაკივით წინდახედული, გამჭრიახი და კატასავით სიცოცხლისუნარიანია. შეუძლია მარტივად ამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, ამიტომ ნებისმიერი კომბინაციის გადათამაშებას ახერხებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს გაოცების მეტი არაფერი დარჩენია. მორიელი წესებს არ სცნობს, უფრო სწორად მანამდე სცნობს სანამ ეს წესები მისსავე ინტერესებს არ შეეწინააღმდეგებიან. ამიტომ ამ ხალხისთვის იშვიათად არსებობს რაიმე ტიპის მორალური ან ფსიქოლოგიური ბარიერი და თუკი უკეთურობის ჩადენა გადაწყვიტეს, ასეც იზამენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ