ვამსხვრევთ სტერეოტიპებს - როგორები არიან სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები
ვამსხვრევთ სტერეოტიპებს - როგორები არიან სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები
ასტროლოგიურ საიტებზე ხშირად გავრცელებულია საკმაოდ სტერეოტიპული ინფორმაცია ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სახასიათო თავისებურებების შესახებ. რომელიც ძირითადად მათი ხასიათის ნეგატიური მხარის წარმოჩინებას უსვამს ხაზს. დღეს გვინდა ამ მხრივ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და კონკრეტული "ბრალდების" "უკუბრალდება" შემოგთავაზოთ...

ვერძი
მიჩნეულია, რომ ვერძები აგრესიულები და კონფლიქტურები არიან. ბევრს ჰგონია, რომ ჩხუბი მათი "ჰობია".
სინამდვილეში ვერძს აქვს ურთიერთობის სტანდარტი - "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ". ამიტომ, როგორც ექცევიან ადამიანები თავადაც იმავე საქციელით უბრუნებს მათ პასუხს ყოველთვის.

კურო
მიჩნეულია, რომ კურო ზარმაცია და ურჩევნია მთელი დღეები დივანზე წამოწოლილმა გაატაროს არაფრის კეთებაში.
სინამდვილეში კი კუროებს არ უყვართ უაზრო ფაციფუცი წვრილმანების გამო. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, თუ რაზე ჯობია ხარჯონ ენერგია გააზრებულად.

ტყუპი
მიჩნეულია, რომ ტყუპები ცინიკოსები და ავყიები არიან. ისინი ხშირად სარგებლობენ საზოგადოებაში ორსახოვანი და არასაიმედო ადამიანის იმიჯით.
სინამდვილეში კი ტყუპი სხვებზე მარტივად უყურებს ცხოვრებას, ისინი მარტივად ახერხებენ წარსულის გადახარშვას და ადვილად შეუძლიათ ფეხი აუწყონ რეალობას.

კირჩხიბი
მიჩნეულია, რომ კირჩხიბები სუსტი, უმწეო, მუდამ მოწუწუნე და დეპრესიული არსებები არიან. ბევრს კირჩხიბის ემოციურობა სისუსტე გონია.
სინამდვილეში კი კიჩხიბის სიძლიერე ზუსტად მის ემოციურად ცვალებად ხასიათში. მას შეუძლია ნებისმეირი სირთულის სტრესის გადაგორება და ყველაფრის თავიდან დაწყება ყოველთვის. ეს ის ხალხია, ვისაც თვითგადარჩენის საოცარი ინსტინქტი გააჩნია.

ლომი
მიჩნეულია, რომ ლომები ქედმაღალი, ამპარტავანი ხალხია. რომ ისინი ზემოდან უყურებენ ყველას და მუდმივად ელიან საზოგადოებისგან ტაშსა და ოვაციებს.
სინამდვილეში კი ლომების ამგვარი საქციელი დაბალი თვითშეფასებისა და კომპლექსების ბრალია. ამ ხალხის დიდი ნაწილი თავს არ გრძნობს სხვებზე აღმატებულად, უფრო პირიქით - გამუდმებით ეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. ზუსტად ამიტომ სჭირდება მას მუდმივი წახალისება და კომპლიმენტები გარშემო მყოფებისგან, რომ თავი საჭირო და ძლიერ ადამიანად იგრძნოს ისევ.

ქალწული

მიჩნეულია, რომ ქალწულები მარტოსული სოციოფობები არიან, აფანატებენ წესრიგსა და ჰიგიენაზე. უნდათ, რომ არავინ არ შეაწუხოს ზედმეტად.
სინამდვილეში ქალწული საკმაოდ კომუნიკაბელური ნიშანია. უბრალოდ, მას გაცილებით მეტი დრო სჭირდება ადამიანებთან კონტაქტში შესასვლელად. იმიტომ რომ, ბუნებით ფრთხილები არიან და ნდობა გვიან მოდის მათთვის. სამაგიეროდ, თუკი მონათესავე სული იპოვეს მათი ერთგულება ამ ადამიანისადმი უსაზღვრო იქნება.

სასწორი
მიჩნეულია, რომ სასწორები მატყუარები არიან, ყოველთვის ცდილობენ "არც მწვადი დაწვან და არც შამფური". არასოდეს ამბობენ სიმართლეს.
სინამდვილეში კი სასწორი უბრალოდ დიპლომატიური, მშვიდობისმოყვარე და დელიკატური ნიშანია. მან ზუსტად იცის, როგორ მოაგვაროს კონფლიქტები და ყოფილი მტრები მეგობრებად გადააქციოს.

მორიელი

მიჩნეულია, რომ მორიელები ბოღმიანები არიან, გარშემო ყველას სიძულვილით და ეჭვით უცქერენ. ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ ადამიანებთან.
სინამდვილეში კი ყველაფერის მიზეზი არის ის, რომ მორიელს საშინლად ეშინია ღალატისა და მოღალატეების. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ნდობის ხარისხი ურთიერთობაში. შესაბამისად, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ახალ ნაცნობებს.

მშვილდოსანი

მიჩნეულია, რომ მშვილდოსნები არასერიოზული, მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი ჯამბაზები არიან. რომ ისინი არასოდეს დგებიან ცუდ ხასიათზე და არ აწუხებთ ყოფითი პრობლემები.
სინამდვილეში კი მშვილდოსანი ოსტატურად მალავს საკუთარ სევდასა და ცუდ განწყობას სხვებისგან. იმიტომ რომ, არ მოსწონთ საკუთარი პრობლემებით სხვების დამძიმება. თუმცა, ეს "ემოციური თავშეკავება" ძალია ვნებს ხოლმე მათ ჯანმრთელობას.

თხის რქა
მიჩნეულია, რომ თხის რქები "ქრონიკული ვორკოჰოლიკები" არიან, არ იციან გართობისა და დასვენების ფასი, ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას.
სინამდვილეში კი თხის რქა რაციონალური ნიშანია. მან ზუსტად იცის, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამიტომ არასოდეს ურევენ ბიზნესსა და გართობას ერთმანეთში.

მერწყული
მიჩნეულია, რომ მერწყულები ემოციურად ცივი, დისტანციური ხალხია. რომ მათ არ გააჩნიათ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის უნარი.
სინამდვილეში კი მერწყული სხვის პრობლემებზე ყველაზე მეტს ფიქრობს, ხშირად თავის საკუთარზე მეტადაც კი. უბრალოდ, როცა დუმს და არაფერს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებაში აწყობს გეგმებს როგორ შეიძლება დაგეხმაროთ.

თევზები
მიჩნეულია, რომ თევზები არამქვეყნიური, მეოცნებე და დაბნეული ადამიანები არიან. ზოგიერთი მათგანი უცხოპლანეტელს ჰგავს.
სინამდვილეში თევზებს საოცრად კეთილი გული და უნიკალური ინტუიცია აქვთ, ამიტომ ისინი ხშირად ხედავენ იმაზე მეტს ვიდრე სხვებს ჰგონიათ. ოცნებით კი მაშინ ოცნებობენ, როცა სამყარო ზედმეტად სასტიკი ეჩვენებათ. ასე ახერხებენ ისინი გულის სითბოს შენარჩუნებას და არასოდეს ბოროტდებიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ