ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ურთიერთობისას ვიზრდებით და ვხდებით უკეთესი
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ურთიერთობისას ვიზრდებით და ვხდებით უკეთესი
ნებისმიერი სახის სასიყვარულო ურთიერთობა კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. არსებობენ წყვილები, რომელთა ურთიერთობაც ხშირად ხალას მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. ასეთ წყვილში შესაძლოა სექსუალური ცეცხლი შედარებით დაბალია, მაგრამ მის ადგილს იკავებს მეგობრობა და თანამოაზრეობა. რაც თავის მხრივ, ხანგრძლივი და მყარი ოჯახური ცხოვრების გარანტიაა.


ვერძი - მერწყული

კურო - თევზები

ტყუპი - ვერძი

კირჩხიბი - კურო

ლომი - ტყუპი

ქალწული - კირჩხიბი

სასწორი - ლომი

მორიელი - ქალწული

მშვილდოსანი - სასწორი

თხის რქა - მორიელი

მერწყული - მშვილდოსანი

თევზები - თხის რქა

ჩვენგან მეთერთმეტე ნიშანთან კავშირი, როგორც წესი ყველაზე ხშირად მეგობრობითა და საქმიან საკითხებში მფარველობით იწყება. მეთერთმეტე ნიშნის პარტნიორთან ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია თავისებური პროფესიული მოწიწება. მან რიგ შემთხვევებში უფრო მეტი იცის პროფესიული თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენ ან უკეთ ესმის საქმე. ამასთან ერთად, ჩვენგან მეთერთმეტე ნიშანს თავად ჩვენ მიმართ, მფარველობით-მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, როცა ამას ვსაჭიროებთ.
სტატისტიკურად, უფროსი დედამამიშვილები ხშირად, ზუსტად ჩვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენლები არიან.

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, მეთერთმეტე ნიშანს აქვს შესაძლებლობა ე.წ. "ნებაყოფლობით მონობაში" მოგვაქციოს ჩვენ ან გარკვეულწილად შავი სამუშაოს შესრულება დაგვაკისროს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე რომ, ჩვენ შესაძლოა, ეს ფაქტი არცთუ ისე მწვავედ აღვიქვათ. განსაკუთრებით ეს ეხება თევზები-თხის რქისა და სასწორი-ლომის წყვილებს. ბავშვი, რომელიც ჩვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენელია, ყოველთვის იმაზე უფრო წარმატებული გაიზრდება პროფესიული კუთხით ვიდრე მისი მშობელი. ასევე, შესაძლოა, მან ჩვენი პროფესიული ხაზის გაგრძელებაც ისურვოს, მისი გაცილებით უფრო განვითარებისა და დახვეწის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ