ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს "მეორე შანსს" ქალისგან
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს "მეორე შანსს" ქალისგან
ალბათ ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ერთ მშვენიერ (ან არცთუ მშვენიერ) დღეს, ყოფილი პარტნიორი (მეუღლე, შეყვარებული) ჩნდება მოულოდნელად ჰორიზონტზე და სურვილს გამოთქვამს, ყველაფერი დაიწყოთ ე.წ. "სუფთა ფურცლიდან"... როგორც ამბობენ, "ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ", ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი "ყოფილთან" ურთიერთობის რეანიმირების საკითხს ხშირად სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ რიგ შემთხვევაში, მდინარეში შესვლას დიახაც რომ აქვს აზრი... სხვა თუ არაფერი ცურვას მაინც ისწავლით უკეთ...


მაშ ასე, თუკი თქვენი ყოფილი ცეცხლის სტიქიის მამაკაცია – ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი. ყინულის აისბერგად ნუ იქცევით მის წინ. მიეცით შანსი, თუმცა დაუნიშნეთ ე.წ. "გამოსაცდელი ვადა" და დააკვირდით ამ ვადის მანძილზე როგორ მოიქცევა. "ცეცხლებს" მაინცდამაინც დიდი ნებისყოფა არ გააჩნიათ. შესაბამისად, თუკი მისი გრძნობები თქვენ მიმართ გულწრფელია და უკან მარტოოდენ "მოწყენილობის" გამო არ დაგიბრუნდათ, ის აუცილებლად ღირსეულად გაართმევს თავს "საგამოცდო ვადის" პერიოდს.

იმ შემთხვევაში თუ მიწის სტიქიას განეკუთვნება თქვენი ყოფილი – ანუ კურო, ქალწული ან თხის რქაა. ასეთი მამაკაცი საკმაოდ ჯიუტი და პრინციპულია საიმისოდ, რომ თავმოყვარეობას გადააბიჯოს და ძველ სიყვარულს მიუკაკუნოს კარზე. თუ მან ეს მაინც გააკეთა, ე.ი. იმ სიმშვიდეს ეძებს თქვენთან, რომელიც სხვა ქალების კომპანიაში ვერა და ვერ იპოვნა. მიეცით შანსი, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი რომანი "მეორე წრეზე" ისეთივე თავბრუდამხვევი ვერ იქნება როგორც ადრე. სამაგიეროდ, სწორედ ახლა გაქვთ შანსი საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობა თითზე ბეჭდით გაამყაროთ.

თუკი ყოფილი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება – ტყუპი, მერწყული ან სასწორია, მისთვის ძალზე მარტივია ყველაფრი ნულიდან დაწყება. ჰაერებს "გამყოლი გული" და ბოღმიანობა არ ახასიათებთ. თუმცა, სანამ ამ კაცს თქვენს ცხოვრებაში უკან დაბრუნების ბილეთს მისცემთ, კარგად გაანალიზეთ წარსულის შეცდომები მასთან ერთად. გულახდილობა ამ შემთხვევაში ერთადერთი და ნაცადი გასაღებია საიმისოდ, რომ მომავალში, როგორც წყვილმა წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

დაბოლოს, თუკი ყოფილი წყლის სტიქიას წარმოადგენს – კირჩხიბი, მორიელი ან თევზებია. თუკი იგი განშორების შემდეგ, მაინც თქვენთან დაბრუნდა, მას ნამდვილად უყვარხართ! მიიღეთ მისი ეს დაბრუნება როგორც საჩუქარი მთელი იმ განცდებისა და ტკივილის გამო, რაც მასთან განშორებამ მოგაყენათ. ნურასოდეს წამოაძახებთ მას ძველ შეცდომებს და საერთოდაც დახურეთ თემა, რომელსაც სახელად "წარსული" ჰქვია. თუკი გინდათ, რომ ამ ადამიანთან ახლებური მომავალი გქონდეთ!


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ