სამი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა დაუკავშიროს თავისი ცხოვრება მამაკაცმა ტყუპ ქალს
სამი მიზეზი იმისა თუ რატომ  უნდა დაუკავშიროს თავისი ცხოვრება მამაკაცმა ტყუპ ქალს
ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ქალებს განსხვავებული სახასიათო მახასიათებლები გააჩნიათ. ასტროლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ არსებობს ქალების განსაკუთრებული კატეგორია - ანუ ისინი ვისთანაც მამაკაცი თავს მუდმივად დაძაბულად გრძნობენ, ინტრიგა და აზარტი უჩნდებათ იმიტომ რომ, პარტნიორი მიუწვდომელი და ამოუცნობია. მათკენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აუხსნელი ძალა ექაჩება. ზუსტად ამ ქალების რიცხვს განეკუთვნება ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალბატონიც და სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა იქორწინოს მამაკაცმა ტყუპ ქალზე დაუყოვნებლივ...

1. ის საინტერესოა - ტყუპი ქალი ამოუცნობი, მრავალმხრივი და ორიგინალურია. მის გვერდით მამაკაცი მუდმივად დაძაბულია, თუმცა კი სასიამოვნოდ დაძაბული.

2. ის მსუბუქია - ურთიერთობაში ტყუპ ქალზე უფრო მსუბუქ და კომფორტულ მეწყვილეს ძნელად იპოვის კაცი. იგი იშვიათად აწუხებს მამაკაცს ქალური ჭირვეულობით, მარტივად მიდის კომპრომისზე და ყოველთვის აქვს უნარი მოერგოს პარტნიორის ცხოვრების წესს.

3. ის მომხიბვლელია - ტყუპი ქალი ნებისმიერ სამოსში ინარჩუნებს გასაოცარ ქალურ შარმსა და მომხიბვლელობას. მით უმეტეს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები არც გამოირჩევიან განსაკუთრებული პრანჭიაობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ