ყველაზე ერთგული და მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე ერთგული და მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები
ერთგულების უნარი, ისევე როგორც იუმორის გრძნობა ან ხატვის ნიჭი თანდაყოლილი თვისებაა – იგი ან გაქვს, ან – არა. თუმცა, ადამიანები ყველანი ინდივიდუალურები ვართ. შესაბამისად, ხშირად სიტუაცია და გარემოც დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად გვაქვს უნარი ვუერთგულოთ ვინმეს. მაგრამ მიუხედავად ზემოხსენებული "შემამსუბუქებელი" ფაქტორებისა, არსებობს ხალხი, ვისაც ერთგულებისა და სტაბილურობის უნარი დაბადებიდანვე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი. ასტროლოგიურად ამ ყველაფრის ახსნა საკმაოდ მარტივად შეიძლება. საქმე იმაშია, რომ სტიქიები, რომელთაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება თავის მხრივ სამ ფსიქოტიპში ერთიანდება – კარდინალური, მუტაბელური, ფიქსირებული. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია ვივარაუდოთ რამდენად ერთგულია ესა თუ ის პირი.

პრინციპულობითა და სიჯიუტით ყველაზე მეტად ფიქსირებული ნიშნები გამოირჩევიან: ლომი, მერწყული, მორიელი და კურო ყოველთვის მყარად დგანან საკუთარ მოსაზრებაზე, ეს ადამიანები იშვიათად ან საერთოდ არ იცვლიან აზრს.

კარდინალური ნიშნები გაცილებით უფრო მეტი მდგრადობით ხასიათდებიან. ვერძს, კირჩხიბს, თხის რქასა და სასწორს მიუხედავად იმიჯისა, არასოდეს ახასიათებთ მორჩილების ან სხვისი აზრის/შეხედულების გავლენაში მოქცევა.

ხოლო მუტაბელურ ნიშნებს შორის ძალიან ხშირად გვხვდებიან ცვალებადი, არამდგრადი ფსიქიკის ადამიანები. ტყუპი, მშვილდოსნები, ქალწულები და თევზები ძალზე ხშირად იცვლიან პრიორიტეტებსა და მიმართულებას ამის გამო მათზე ბოლომდე დაყრდნობა არ ღირს.

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე მეტად ერთგულების უნარით ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის მხოლოდ სამი ნიშანია დაჯილდოებული. ესენი არიან: თხის რქები, კუროები და მორიელები. თხის რქის ერთგულება სიჯიუტეს და მოვალეობის გრძნობას ეფუძნება. კუროს ერთგულება - მიჩვევას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ