ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი შესაძლებლობებით და სუპერნიჭიერებით
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი შესაძლებლობებით და სუპერნიჭიერებით
ადამიანის შესაძლებლობები, რომ ამოუწურავია ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, არსებობს ხალხი, ვისაც კონკრეტული, სწორხაზოვანი მიმართულება აქვს ცხოვრებაში აღებული, მაშინ როცა ზოგიერთი მრავალმხრივობით და უზომო ნიჭიერებით გვაკვირვებს. როგორ გგონიათ, რისი ბრალია ეს? აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ნიშნის და ოქროს სამეულიც არსებობს ამ მხრივ...


ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშნით გაორებული ხასიათის, ცვალებადი, მრავალმხრივი ადამიანები იბადებიან. თუმცა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, აჯილდოებს მათ გასაოცარი საზრიანობით, აზროვნების სისხატითა და ნიჭიერებით. ტყუპს საოცარი ადაპტაციის ნიჭი აქვს, იგი ადვილად კონცენტრირდება ახალ გარემოში. მომენტალურად ითვისებს ნებისმიერ ახალ ინფორმაციას და აქვს უნარი, თავი შესანიშნავად წარმოაჩინოს მაშინაც კი თუ საქმეში მხოლოდ ზედაპირულად ერკვევა.

მშვილდოსანი - იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს აჯილდოებს მშვილდოსნებს საოცარი ფილოსოფიური აზროვნების უნარით, კარგი პედაგოგიური შესაძლებლობებითა და ქარიზმატულობით. მშვილდოსნები სწავლებადი ტიპები არიან. ადვილად უღებენ ალღოს ნებისმიერ სფეროს. ამასთან ერთად, ყოველთვის ცდილობენ მასშტაბურად აღიქვან სიტუაცია. არიან მიზანსწრაფულები და ამაყები. ყოველთვის ახერხებენ ადამიანების სიმპათიის დამსახურებას.

მერწყული - პლანეტა ურანი, რომელიც მართავს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, ამ ადამიანებს აჯილდოებს ფენომენალური მეხსიერებით, შესანიშნავი ინტუიციით, ნოვატორული ხედვით, ორიგინალური აზროვნებითა და ექსცენტრიკულობით. მერწყულებს გააჩნიათ არასტანდარტული ხედვა ნებისმიერი სიტუაციის. გარდა ამისა, ისინი სავსე არიან იდეებით, რომელთა განხორციელებაც წარმატების რეალური საწინდარია. ისინი ასევე გამოირჩევიან საკუთარი იმიჯითა და შეხედულებებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ