განქორწინების სტატისტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
განქორწინების სტატისტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგები თვლიან, რომ ჩვენს რეალობაში არსებული განქორწინების მაღალი მაჩვენებელი სასურველი პარტნიორის შერჩევის უუნარობას ეფუძნება. თუკი ჩვენ ასტროლოგია ვიცით, ისიც გვეცოდინება ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის უნდა ვეძებოთ იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული ქორწინების პარტნიორი. ასევე გვეცოდინება ისიც, თუ როგორ მოვახერხოთ საყვარელ ადამიანთან კომპრომისის მონახვა მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. იმიტომ რომ, ქორწინებასა და სიყვარულთან ყველა ნიშანს სუბიექტური და განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია.

ვერძი სპონტანურად ქორწინებდა, განქორწინებაც სპონტანურია.

კურო ძნელად უყვარდება. იშვიათად ანგრევს ოჯახს.

ტყუპს ცვალებადი ხასიათი აქვს, თუ მოიწყინა ოჯახიც ინგრევა.

კირჩხიბს მიაჩნია, რომ ოჯახი და სიყვარული უნდა იყოს კუბოს კარამდე.

ლომს თუ ყურადღება შემოაკლდა აუცილებლად განქორწინდება.

ქალწული მომთხოვნი ხასიათის გამო ხშირად რჩება მარტო, თუ დაქორწინდა ძნელად განქორწინდება.

სასწორს
უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მისი განქორწინება ყოველთვის პარტნიორის ინიციატივით ხდება.

მორიელს მაქსიმალიზმი ახასიათებს. ძნელად ანგრევს ოჯახს.

მშვილდოსანი იდეალისტია. ხშირია მის ცხოვრებაში ქორწინებაც და განქორწინებაც.

თხის რქა სერიოზულად უყურებს საკითხს. ძნელად ქორწინდება და ძნელად განქორწინდება.

მერწყული მომხრეა არაოფიციალური ურთიერთობების. ქორწინების ინსტიტუტს არ ცნობს. მისთვის მეგობრობაა მთავარი.

თევზები ძნელად ანგრევს ოჯახს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იმედი უცრუვდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ