ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ჰარმონიულ წყვილს და ვის არ გამოსდის ურთიერთობა
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან ჰარმონიულ წყვილს და ვის არ გამოსდის ურთიერთობა
ზოდიაქო თორმეტ ნიშანს აერთიანებს, თავის მხირივ ეს ნიშნები ზოდიაქოს 360 გრადუსიან რკალზე არიან განლაგებული, თითოეულ ნიშანს შორის დაშორება 30 გრადუსია, შესაბამისად, ადამიანები, რომელთაც მომიჯნავე ნიშნის მეწყვილე ჰყავთ პარტნიორად (მაგ. კურო-ტყუპი, ტყუპი-კირჩხიბი და ა.შ.) შედარებით მარტივად ახერხებენ საერთო ენის გამონახვას, იმიტომ რომ, როგორც წესი, მომიჯნავე ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ ერთმანეთის ზოდიაქოს ნიშნის გავლენა პირად ნათალურ რუკაში. საკმაოდ ჰარმონიულია კავშირი ადამიანებს შორის, რომელთაც 60 ან 120-გრადუსიანი კავშირები აერთიანებს (მაგ. ტყუპი-ლომი, მორიელი-თხის რქა და ა.შ.). როგორც წესი, ამგვარ წყვილებში ადვილად ხდება კომპრომისის გამონახვა და მეუღლეები კარგად ავსებენ ერთმანეთს.

მაგრამ, როცა საკითხი ნაკლებადთავსებად ან პრობლემატურ წყვილებს ეხებათ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის პრობლემატური პარტნიორი ყველაზე ხშირ შემთხვევაში ე.წ. "კვადრატურის" ნიშნებში უნდა ვეძებოთ, ანუ მათ შორის ვისი ზოდიაქოს ნიშანიც ჩვენი ნიშნიდან 90-გრადუსიანი კუთხითაა დაშორებული (მაგ. ლომი-მორიელი, მშვილდოსანი-თევზები, თხის რქა-ვერძი, სასწორი-თხის რქა). ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ხშირი და დაძაბული კონფლიქტები სწორედ ამგვარი კავშირისას წარმოიქმნება. თუმცა, როგორც ამბობენ, "მედალს ორი მხარე აქვს" – შესაბამისად, ხასიათების შეუთავსებლობის მიუხედავად ამგვარ წყვილებს შორის რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ძლიერი სექსუალური მიზიდულობა და ლტოლვა არსებობს, რაც ხშირად ხდება ხოლმე მაკავშირებელი ძაფი მეუღლეებს შორის ოჯახის შესანარჩუნებლად.

კიდევ ერთი, საკმაოდ პრობლემატური წყვილის ფორმულა წარმოიქმნება მაშინ, როცა მეუღლეებს შორის ე.წ. "ოპოზიციური ნიშნების" წარმომადგენლებს ვხვდებით (180-გრადუსიანი დაპირისპირება), ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს "ჭეშმარიტ მეორე ნახევრებთან" რომელთაც მოეთხოვებათ ხასიათში ერთმანეთს ის თვისებები შეუვსონ, რაც მეორეს აკლია. ასე მაგალითად – თხის რქამ ოპოზიციური კირჩხიბისგან სითბოს გამოხატვა უნდა ისწვალოს, კირჩხიბმა თხის რქისგან მეტი რაციონალიზმი და ცივი გონებით ხედვა. ვერძმა პარტნიორი სასწორისგან დიპლომატია, ტაქტიანობა უნდა აითვისოს. სასწორმა კი თავის მხრივ ვერძისგან პრინციპულობისა და სიმტკიცის მაგალითი უნდა გაითავისოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ე.წ. "ოპოზიციური წყვილები" არ ითვალისწინებენ ამას და აღიზიანებთ პარტნიორში სწორედ იმ თვისებების არქონა, რაც თავად მათ საკმარისზე მეტიც აქვთ. ზუსტად ამიტომ იწოდება ოპოზიციური ნიშნების კავშირი ერთ-ერთ პრობლემატურ კავშირად, თუმცა შანსი იმისა, რომ ამგვარი წყვილი ურთიერთკომპრომისისა და დათმობის ხარჯზე წლების მანძილზე მყარ, სტაბილურ ოჯახად ჩამოყალიბდეს ძალზე დიდია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ