ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს სამი ნიშანი
ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს სამი ნიშანი
ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც საკუთარი ოჯახი, სახლი, ფესვები არ უყვარს და არ აფასებს. თუმცა, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისთვისაც ოჯახი ხშირად ციხეა ბავშვობის წლებიდან და ამ შემთხვევაში ყველაფრის თავი და თავი მშობლების ნეგატიური გავლენაა. თუმცა, ასევე არის ხალხი, ვისაც სახლში ყოფნას გარე-გარე ხეტიალი, მოგზაურობა და თავგადასავლები ურჩევნია. დღეს კი გვინდა, სამი "შინაურული" ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ვისაუბროთ. ანუ იმ ხალხზე, ვისთვისაც საკუთარი სახლი საკუთარ ციხესიმაგრეს წარმოადგენს და რუდუნებით უფრთხილდება მას.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ზოგადად უყვართ სტაბილურობა ყველგან და ყველაფერში. მით უმეტეს, როცა საქმე სახლს და ოჯახს ეხება. კუროს არ უყვარს ცვლილებები, ძნელად ადაპტირებს მოულოდნელი ცხოვრებისეული "სიურპრიზების" დროს და ყველაზე მეტად ვერ იტანს შეჩვეული ადგილის ცვლას. ამ ზოდიაქოს ნიშნის ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს საკუთარ სახლს. ხშირად ამას წლებიც შეიძლება შეალიონ, სამაგიეროდ, საბოლოო ჯამში კუროს სახლი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მყუდრო იქნება.

კირჩხიბი - კირჩხიბს მთვარე მართავს, რაც თავის მხრივ დედობრივ ფუნქციებს შეესაბამება. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს უყვარს სხვებზე ზრუნვა, მოფერება და დაპურება. კირჩხიბის იდეალი დიდი სახლია, დიდი ოჯახით, ფართომასშტაბიანი წვეულებებითა და რიტუალური საოჯახო სადილებით. კირჩხიბები ძალიან უბედურები არიან, თუკი არ აქვთ საკუთარი ჭერი თავზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მალე აღმოფხვრან ცხოვრებიდან. როგორც წესი, მათ მოსწონთ ცხოვრება წყალთან. ამიტომ ზღვისპირას ან მდინარის/ტბის სანაპიროზე სახლი კირჩხიბისთვის იდეალურია.

თხის რქა - თხის რქას სატურნი მართავს, რომელიც თავის მხრივ დროზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი მონდომებით უფრთხილდებიან დანატოვარ უძრავ ქონებას. თხის რქას უყვარს წინაპრები, პატივს სცემს და ამაყობს ტრადიციებით. ამიტომ ძალზე ხშირად იგი ბებია-ბაბუის ან დედმამის დანატოვარ სახლში ცხოვრებას ამჯობინებს ულტრათანამედროვე აპარტამენტებში გადაბარგებას. როგორც წესი, თხის რქას საკუთარი სახლის ქონა და მთაგორიან ადგილებში დასახულება ურჩევნია. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ასევე საცხოვრებლის დაცულობა და ხშირად შეხვდებით მათ საცხოვრებელზე დიდ გალავანს ან მკაცრ რკინის კარებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ