კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11 ივნისი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11 ივნისი
დინამიკური, საოცრად ემოციური, მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული კვირა გველის წინ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზუსტად ამ კვირას ემთხვევა სავსემთვარეობა. მეორე მხრივ კი რამდენიმე პლანეტა იცვლის ცაზე პოზიციურ მდგომარეობას, რაც თავის მხრივ აუცილებლად გამოიწვევს კონკრეტულ მოვლენებს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხის ცხოვრებაში.

თუმცა, მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით...

კვირის დასაწყისში პლანეტა მარსი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან თითქმის ერთი თვის მანძილზე შესაძლოა ველოდოთ მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს. არ არის გამორიცხული წვიმები და წყალდიდობაც. მარსის კირჩხიბის ნიშანში გადასვლა ადამიანებში გაზრდის შემოვლითი გზებით მოქმედების სურვილს. გააქტიურდება კორპორატიული ინტრიგები და ამოტივტივდება ბევრი ჭორები. მარსის ტრანზიტისას კირჩხიბში, ადამიანები მიდრეკილნი არიან ფარული აგრესიისკენ. ამიტომ გამორიცხული არ არის არაერთგზის შეეჩეხოთ უახლოესი ერთი თვის მანძილზე კარგად დაგეგმილ აფერას პროფესიულ თუ საქმიან სფეროში.

6 ივნისს ვენერა აგრესიულ და ცეცხლოვან ვერძის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და "თავის სახლში" - კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ამ პერიოდიდან მოიმატებს სასიყვარულო სფეროში რაციონალურობის ალბათობა. ურთიერთობები, რომელიც უკვე დაწყებულია, გაცილებით უფრო მყარ და სტაბილურ ფაზაში გადავა. ხოლო ცოლ-ქმრულ წყვილებს არაერთი დადებითი წუთის გატარება ელით წინ, ოჯახურ გარემოში, ერთობლივი საქმიანობისა თუ გართობისას. კურო პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე სანამ ვენერა კუროს ნიშანში იქნება, სასურველია, რომ პარტნიორული ურთიერთობების გამყარება ერთობლივი ღონისძიებებით სცადოთ მეორე ნახევართან. იქნება ეს შოპინგი, რემონტი თუ რომანტიკული მოგზაურობა ქალაქგარეთ - ყველაფერი დადებით შედეგს მოგიტანთ.

ასევე 6 ივნისიდან, პლანეტა მერკურიც იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და დინჯი კუროს შემდეგ ყველაზე მოლაპარაკე - ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს მიაშურებს. ტყუპის ზოდიაქო მერკურისთვისაც ე.წ. "საკუთარი სახლია", ამიტომ ამ პერიოდიდან მოყოლებული სამყარო გაცილებით უფრო ინფორმატიული, კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ხდება. მოიმატებს ადამიანებში ინფორმაციის გადაცემა-გაცვლის სურვილი. შესანიშნავი პერიოდი იწყება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი პროფესიაც ნებისმიერი სახის გონებრივ მუშაობას უკავშირდება. განსაკუთრებულად კი ამ მხრივ ჟურნალისტებს გაუმართლებთ. იმიტომ რომ, მერკურთან ერთად სულ მალე სელენაც (თეთრი მთვარე) ტყუპის ზოდიაქოში იქნება, რაც თავისთავად დიდი "ბონუსია" ჟურნალისტიკისთვის.

კვირის ბოლოს კი არც მეტი არც ნაკლები - სავსემთვარეობას ველოდებით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და ვგონებ, ზედმეტია ჩემი მხრიდან იმის მოწოდება, რომ ემოციები და აგრესიული ფონი უნდა ვაკონტროლოთ ამ დღეებში. მშვილდოსნის ზოდიაქოში სავსემთვარეობა ადამიანებში გააძლიერებს საკუთარი იდეოლოგიის, მსოფლმხედველობის, ოცნებების დაცვის სურვილს. თუმცა ეს მოთხოვნილება შესაძლებელია გარშემო მყოფებთან კონფლიქტის საფუძვლადაც იქცეს. ამიტომ სასურველია მაქსიმალური კომპრომისი მონახოთ ნებისმიერი კომუნიკაციისას ამ დღეებში. პატივი სცეთ გარშემო მყოფთა შეხედულებებს და მაქსიმალურად იფრთხილოთ, რომ შემთხვევით არ შელახოთ ვინმეს იდეალები.

სიმშვიდეს, ღიმილს და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ