უჟმურების ჰოროსკოპი - ზოდიაქოს სამი ყველაზე უხასიათო ნიშანი
უჟმურების ჰოროსკოპი - ზოდიაქოს სამი ყველაზე უხასიათო ნიშანი
ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე განსხვავებული ხასიათი, მენტალიტეტი და ცხოვრებისეული ხედვა გააჩნიათ. ამიტომ თავისი არსიდან გამომდინარე, ზოგი მარტივი, ზოგი კი საკმაოდ რთულია საკონტაქტოდ. არსებობს კონკრეტული და ერთობ საინტერესო ასტროლოგიური სტატისტიკა, იმის შესახებ თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე უჟმური და აუტანელი ადამიანები...

როგორც აღმოჩნდა, მეტ-ნაკლებად უჭირთ გარშემო მყოფებს მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და კომუნიკაცია. გამოკითხულთა 56% აღიარა, რომ მორიელთან ურთიერთობაში საჭიროა სიტყვების შერჩევა და გარკვეული დისტანციის დაცვა საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელი მტრად არ გადაიკიდოთ.

შედარებით მეტი ადამიანი მიიჩნევს საკმაოდ აუტანელი ხასიათის ადამიანებად კირჩხიბებს - 80%. გამოკითხულების აზრით, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან ურთიერთობაში საჭიროა მუდმივი რევერანსები, იმიტომ რომ ვერ გაიგებ როდის რა სწყინს. ამასთან ერთად, იგი საკმაოდ ბუტია და წყენიაა. ახასიათებს შურისმაძიებლობა და სამაგიეროს გადახდის სურვილი.

დაბოლოს, ყველაზე აუტანელ ნიშნად გამოკითხულებმა 93%-ით დაასახელეს ვერძი. როგორც აღმოჩნდა, ვერძის ნიშნით დაბადებულებს შორის ყველაზე მეტი უტაქტო, უხასიათო, უპრინციპოდ ანჩხლი, აგრესიული და ეგოისტი ადამიანი იბადება. ამ ხალხის უმეტესობასთან ძნელია კონსენსუსის მიღწევა და როგორც წესი, არასოდეს უსმენენ თანამოსაუბრეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ პლანეტების განლაგების მიხედვით იცვლება მოვლენები
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს ადამიანის
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ