ყველაზე მამაკაცური, ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე მამაკაცური, ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ფაქტია, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ძლიერი, აქტიური, თამამი მამრებით იხიბლებიან. მოკლედ, ყველა ქალი დაეძებს პრინცს. ჰოდა, როგორ გავარკვიოთ ხშირად ჩვენი ახალი ნაცნობი მამაკაცი რეალურად არის ბუნებით ვაჟკაცური, დიდსულოვანი და რაინდული, თუ უბრალოდ თამაშობს ამ ყველაფერს ჩვენი გულის მარტივად მოსაგებად? სასწრაფოდ უნდა დავადგინოთ მისი ზოდიაქოს ნიშანი და შემდგომ ამის ქვემოთ მოყვანილ სიას გადავავლოთ თვალი.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ვერძ მამაკაცს ნამდვილი მაჩოს ხასიათს ანიჭებს. იგი ძლიერია (როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად), ცოტა უხეში, პირდაპირი, ენერგიული და გულადი. თუკი ასეთ მამაკაცს მოეწონეთ, როგორც ჭეშმარიტ მამრს შეეფერება იგი გასაქანს არ მოგცემთ მანამ სანამ ყველა შანსს არ მიიღებს თქვენი გულის მოსაგებად.

ლომი - მზე ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა ანიჭებს ამ ადამიანს დიდსულოვნებას, მეფურ მანერებს, სიამაყეს, გრაციოზულობასა და გამოკვეთილ, არისტოკრატიულ მანერებს. ლომი მამაკაცი ყოველთვის იპოვნის საშუალებას ინტერესის ობიექტს ქალს თავბრუ დაახვიოს და თავი შეაყვაროს. ამასთან ერთად, იგი მამაცი და უშიშარია მაშინ, როცა ნამდვილი ხიფათია მოსალოდნელი, რის ხარჯზეც დამეთანხმებით, მას მარტივად შეუძლია ნებისმიერი ქალის გულის მოგება.

მორიელი - ერთი შეხედვით პირქუში, უემოციო, სიტყვაძუნწი და ცივი მორიელი შინაგანად მძაფრი ემოციებითაა სავსე. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს განსაკუთრებული მაგნეტიზმი, სექსუალური შარმი და ჰიპნოზის უნარი გააჩნია. ამიტომ, ქალები მას ისე ეხვევიან თავს როგორც ფუტკრები ყვავილს. მორიელი, როგორიც არ უნდა იყოს მისი ვიზუალი ყოველთვის მონახავს გზას სასურველი ქალის გულის მოსაგებად. იგი თავზეხელაღებული, რისკიანი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანია. ამიტომ სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად არავითარ გმირობაზე არ დაიხევს უკან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ