კვირის რომელ დღეს რა საქმის წამოწყება ვარგა და რისგან უნდა შევიკავოთ თავი
კვირის რომელ დღეს რა საქმის წამოწყება ვარგა და რისგან უნდა შევიკავოთ თავი
ნებისმიერი დღე შეიძლება იყოს წარმატების მომტანი. თითოეულ დღეს თითოეული პლანეტა შეესაბამება და თავის კანონებს უწესებს. მთავარია, მოქცევის წესები იცოდეთ.


ორშაბათს მთვარე მართავს. ამ დღეს ადამიანი მეტად ემოციური და მგრძნობიარეა. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა ორშაბათს გაქვთ დაგეგმილი, მშვიდი საუბარი გმართებთ. თუ მოსაუბრე საკუთარ პრობლემებზე გიყვებათ, მოუსმინეთ და თანაგრძნობა გამოხატეთ. ორშაბათს ადამიანები ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მოერიდეთ კრიტიკას.

სამშაბათი მარსის დღეა. ადამიანი აგრესიული და იმპულსური და უხეში ხდება. კარგი დღეა უფროსთან დასალაპარაკებლად - დაწინაურების ან ხელფასის მოსამატების მოთხოვნა. სამშაბათს შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ. ეს დღე წარმატებას მოუტანს მათ, ვისაც ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ აქვს გადაწყვეტილი.

ოთხშაბათს მერკური განაგებს. მოსალოდნელა განწყობის ცვალებადობა. ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ვერ მიიღებთ სათანადო შედეგს. არ გასცეთ დაპირებები. ოთხშაბათს გაუმართლებთ აზრიან, ურთიერთობის მოყვარულ და აფერისტ ადამიანებს.

ხუთშაბათი იუპიტერის მართველობის ქვეშაა. დაკავდით მნიშვნელოვანი საქმეებით. ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ სერიოზულობა და საქმიანი იერი. მოერიდეთ კამათს; უსიამოვნება დიპლომატიურად მოაგვარეთ.

პარასკევს ვენერა მართავს. ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება. მისთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფების თვალში ლამაზად გამოიყურებოდეს. გაანებივრეთ გარშემო მყოფები კომპლიმენტით.

შაბათს სატურნი განაგებს. მოერიდეთ ავადმყოფობაზე, ცხოვრებისეულ წარუმატებლობებსა და პრობლემებზე საუბარს. წარმატება ელით მათ, ვინც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას შეეცდება. იყავით გულწრფელი, ისაუბრეთ პრეტენზიისა და შეურაცხყოფის გარეშე.

კვირა მზის დღეა. ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ეცადეთ დაიმსახუროთ გარშემო მყოფების შექება, სიყვარული. თავადაც მოსიყვარულე, მზრუნველი და გულისხმიერი იყავით გარშემო მყოფების მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ