ასტროლოგიური "დრეს-კოდი" - ანუ სად და როგორ უნდა შევიმოსოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგიური "დრეს-კოდი" - ანუ სად და როგორ უნდა შევიმოსოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგიაში არსებობს სპეციფიკური მიმართულება, რომელიც თავის მხრივ მოდური ტენდენციებისა და ასტროლოგიის კავშირს სწავლობს. ამიტომ თუ თავად ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ შეიმოსოთ საქმიან შეხვედრასა და რომანტიკულ პაემანზე, ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი რჩევები:

ვერძს შეუძლია საქმიან შეხვედრაზე გაცვეთილი სამოსითაც მივიდეს, მაგრამ პაემანზე ახალი ტანსაცმლით უნდა გამოცხადდეს.

საქმიან შეხვედრაზე სასურველია კურო მწვანე ტონების სამოსში გამოეწყოს, ხოლო რომანტიკულ პაემანზე – ყველაზე ჭყეტელა ფერებში.

ტყუპი პარტნიორებთან შესახვედრად შავ სამოსში უნდა გამოცხადდეს, რომანტიკულ პაემანზე – ნათელ ფერებში.

კირჩხიბმა ორივე შემთხვევაში მხოლოდ სამი ფერის სამოსი უნდა შეუხამოს ერთმანეთს. ამასთანავე, აქსესუარებიც (ფეხსაცმელი, ჰალსტუხი) ამ ტონის უნდა გქონდეთ.

უმჯობესია, ლომმა
ნატურალური ქსოვილის სამოსს მიანიჭოს უპირატოსობა. დანარჩენი მის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

საქმიან პარტნიორებზე გავლენა რომ მოახდინოს, ქალწულმა მშვიდი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვას; რომანტიკულ პაემანზე – ჭყეტელა, თუნდაც ექსტრავაგანტური სამოსი.

სასწორი საქმიან შეხვედრაზე მკაცრ, ე.წ. "დიპლომატიურ" ტანსაცმელში უნდა გამოცხადდეს, საყვარელ ადამიანთან შესახვედრად – თავისუფალ, კომფორტულ სამოსში.

მორიელს აბრეშუმის, შალის ან სელის ქვედა სამოსი მოუხდება; ზედა – სინთეტიკის უნდა იყოს, რაც მეტ შარმსა და საკუთარი სიძლიერის შეგრძნებას შესძენს.

მშვილდოსანს საქმიან შეხვედრაზე ცისფერ ან იასამნისფერ გამაში უნდა გამოეწყოს, სასიყვარულო პაემანზე – ყვითელ, ცისფერ ან ჩალისფერ გამაში.

თხის რქა მანდილოსანმა საქმიან შეხვედრაზე მოკრძალებული საყურე უნდა გაიკეთოს; მამაკაცმა – მკვეთრი ფერის ჰალსტუხი. ასვე უნდა მოიქცნენ რომანტიკულ პაემანზეც. ხოლო, რაც შეეხება სამოსს, ამ ნიშანს კარგი გემოვნება აქვს და რჩევა არ სჭირდება.

მერწყულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რომანტიკულ პაემანზე და საქმიან შეხვედრაზეც ან სამოსში უნდა ერიოს ცისფერი, ან ამ გამის აქსესუარი უნდა ეკეთოს.

საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად თევზები იისფერ ან იასამნისფერ სამოსში უნდა გამოეწყოს, ხოლო საწინააღმდეგო სქესთან პაემანზე ნებისმიერი ქსოვილისა და ფერის ასიმეტრიული ორნამენტის სამოსი მოუხდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ