კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 19-25 ივნისი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 19-25 ივნისი
დასაწყისშივე გეტყვით - წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება. წინა კვირიდან გამოყოლილი რომანტიკულ-ეროტიკული განწყობა, ამ კვირის მანძილზე კიდევ უფრო გამძაფრდება და გაძლიერდება. ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, იდეალური პერიოდია პირად ურთიერთობებში აქტიურობისთვის. მერწმუნეთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით საყვარელ ადამიანთან სიტუაციის გასარკვევად და დასარეგულირებლად.

თუმცაღა, ამ კვირის მანძილზე აუცილებელია ორ რამეს ერიდოთ პირად კავშირებში - კვირის დასაწყისში ილუზიებსა და ტყუილს, კვირის ბოლოს კი მესაკუთრეობასა და უსაფუძვლო ეჭვიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციამ შესაძლოა ესკალაცია განიცადოს და უკვე კვირის ბოლოს ახალმთვარეობას ნაცვლად ჰარმონიისა სერიოზული კონფლიქტებიც კი მივიღოთ ჩვენს მეორე ნახევართან ან პარტნიორთან.

ორშაბათი მძიმე დღეაო ამბობენ, ეს ორშაბათი კი სიმძიმის რა მოგახსენოთ, მაგრამ მოულოდნელობებით სავსე და ერთობ დატვირთული იქნება. გარდა ამისა, ზუსტად ამ დღეს არაერთი ადამიანის თავში გაჩნდება ორიგინალური და ფრიად საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ სოლიდურ შემოსავალთან ერთად წარმატებასაც მოგიტანთ. შესაბამისად, კარგს იზამთ, თუკი ორშაბათს ბლოკნოტითა და საწერ კალამით ხელდამშვენებული შეხვდებით - რა იცით, თავში როგორი ძვირფასი იდეა მოგდით ზუსტად თქვენ.

21 ივნისს მზე და მერკური ანცი და მოუსვენარი ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ორივე სენსიტიური, ემოციური კირჩხიბის ნიშანში დაიდებს ბინას უახლოესი ერთი თვის მანძილზე. შესაბამისად, სამყარო ამ პერიოდიდან გაცილებით უფრო მოწყვლადი, ემოციურად აჟიტირებული, პატრიოტული სულისკვეთებით სავსე და ცვალებადი გახდება. ადამიანებში მოიმატებს საკუთარი ოჯახის, ფასეულობების დაცვის სურვილი და მოთხოვნილება. წინა პლანზე წამოიწევს ეროვნული სულისკვეთება, გაძლიერდება ინტერესი სიძველეებისა და ისტორიის მიმართ. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე მარსიც ასევე კირჩხიბის ნიშანშია - არსებობს რელიგიური ექსტრემიზმისა და ფანატიზმის გაძლიერების რეალური საფრთხეებიც მსოფლიოს მასშტაბით.

24 ივნისს ახალმთვარეობას ველით არც მეტი, არც ნაკლები კვირის მანძილზე ესოდენ დომინანტურად წარმოჩენილი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში (განსაკუთრებით მორიელის, თევზების, კირჩხიბის, თხის რქის, ვერძისა და სასწორის ნიშნით დაბადებულებში) მოიმატებს ემოციური ფონი. მოსალოდნელია აგრესიული გამოხდომებისკენ მიდრეკილება და გაუაზრებელი, სპონტანური ქმედებების სიუხვეც. ახალმთვარეობას ადამიანებს განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა, ზოგადად უჭირთ საკუთარი ემოციების ფლობა და კონტროლი. სამაგიეროდ, ეს შესანიშნავი პერიოდია ნებისმიერი მომაბეზრებელი ვალდებულებების, ნეგატივისა და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

მით უმეტეს, რომ მთვარე კირჩხიბის ნიშანში იქნება ამ დროს და ისეთი თემები როგორიცაა ჯანსაღი კვების საკითხი, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამოკიდებულების გადახედვა, სხვადასხვა ტიპის მოვალეობები, საბინაო და სარემონტო საკითხები - რეალურ და რაც მთავარია, პოზიტიურ ცვლილებას ექვემდებარება. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ კოსმოსი რეალურად შანსებს იძლევა თუმცა, რამდენად ვახდენთ სამყაროს მიერ ბოძებული შესაძლებლობების რეალიზებას ეს მთლიანად ჩვენს თავისუფალ არჩევანსა და ურყევ ნებაზეა დამოკიდებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ