კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-9 ივლისი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-9 ივლისი
ამბობენ, რომ ზაფხული და რომანტიკული ისტორიები ფეხდაფეხ დადიან. არც ტრანსპორტში და მოგზაურობისას დაწყებული რომანების ნაკლებობაა ხოლმე წლის ყველაზე ცხელ პერიოდში. იმიტომ რომ, როგორც წესი, ზუსტად ზაფხულს ემთხვევა შვებულებისა და აქტიური დასვენების სეზონი. დასვენებული და მოდუნებული ადამიანები კი როგორც წესი, ყველაზე ხშირად არიან ორიენტირებული გაცნობიერებულად ეძებონ სიყვარული და რომანტიკა. დამდეგ კვირაში კი ყველაზე აქტიურ ფაზაში შევა ზემოხსენებული მოგზაურობისას წამოწყებული ნაცნობობისა და ფლირტის სეზონი.

იმიტომ რომ, პლანეტა ვენერა სტაბილურ კუროს ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ანცი, მოუსვენარი, ცოტათი ზედაპირული ტყუპის ნიშანში დაიდებს ბინას. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე მოკლევადიანი სასიყვარულო რომენებისა და რომანტიკული თავგადასავლების რიცხვი ერთი-ორად გაიზრდება. ვენერას გადანაცვლებას ტყუპის ზოდიაქოში შესანიშნავი პერიოდი მოაქვს თავად ტყუპის, ასევე მერწყულისა და სასწორის ნიშნით დაბადებულებისთვის. არანაკლებ გაუმართლებთ ამ მხრივ ასევე ვერძებს, ლომებსა და კირჩხიბებს. თუმცა, გარდა რომანტიკული ურთიერთობებისა, დამდეგი კვირა სხვა მოვლენებითაც იქნება ღირსშესანიშნავი. რის შესახებაც, რაღა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მოგახსენებთ.

კვირის შუაგულში მერკურისა და ურანის ნეგატიური ასპექტი იკვრება ცაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს მოულოდნელი კონფლიქტებისა და სკანდალების ალბათობა. ასეთ პერიოდებში ადამიანები განსაკუთრებულად ექსცენტრიკულები და არაადეკვატურები ხდებიან. სურვილი უჩნდებათ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველას დანაახვონ საკუთარი ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებულობა, რაც რაღა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში გარშემო მყოფებს შორის აღშფოთებისა და გაკიცხვის საგანი ხდება. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე სასურველია, ნაკლებად მოისურვოთ ზედმეტი ორიგინალურობა. თუ მაინცდამაინც შემოგიტევთ საკუთარი თავის სხვანაირად წარმოჩენის სურვილი, აჯობებს გენიალური იდეები ფურცელზე მოინიშნოთ და კვირის ბოლოს - სავსემთავარეობას კონცენტრირდეთ მათი განხორციელების გეგმებზე.

6 ივნისს პლანეტა მერკური პასიურ და ბუტია კირჩხიბის ნიშანს დატოვებს და სამეფო, ეპატაჟურ ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს კარგი პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის ახალი პროექტების წამოსაწყებად. არანაკლებ მომგებიანია მერკურის მსგავსი ტრანზიტი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც. მერკური ლომში ადამიანებს უბძიგებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური აფიშირებისკენ - ჰოდა, რატომაც არა. შეგიძლიათ მთელ სამყაროს დაანახვოთ თქვენი დიდებულება.

თუმცა, აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ პარალელურად ცაზე არსებული მზე-იუპიტერის კვადრატისა და მზე-ნეპტუნის სექსტილის ფონზე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკუთარი ძალების არაობიექტურად შეფასებას, რაც სამომავლოდ იმედის გაცრუების ან წყენის მიზეზიც გახდება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ისღა დამრჩენია, გირჩიოთ - ჯეროვნად შეაფასეთ თქვენი როგორც ნიჭი, მიღწევები და ნუ მოსთხოვთ საზოგადოებას უპირობოდ თაყვანი სცეს თქვენს პიროვნებას.

ასევე მოერიდეთ დემაგოგიასა და თითის ქნევას. იმიტომ რომ ზემოხსენებულ დღეებში, ისე როგორც არასდროს, მომატებული იქნება სხვისთვის მორალის კითხვის და "სასარგებლო რჩევების" დიდსულოვნად შეგონების მოთხოვნილება. კვირის ბოლოს მერკურისა და ვენერას დადებითი ასპექტი საშუალებას მოგვცემს განვიმუხტოთ და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ ახლო მეგობრების გარემოცვაში. კარგი იქნება, თუკი მოინახულებთ კინოს, საკონცერტო დარბაზს ან თეატრს და საერთოდ ეცდებით აქტიურად დასვენებას. თუმცა, აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ კვირის მიწურული სავსემთვარეობას დაემთხვევა, რის ხარჯზეც სასურველია, მოერიდოთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებას, ალკოჰოლის გადამეტებულ დოზას და ემოციების მძაფრად გამოხატვის მოთხოვნილებას.

პოზიტიურ და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ ყველას!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ასტროლოგია ადამიანის თავისებურებებს შეისწავლის, რომელსაც თავის მხრივ
ასტროლოგიური გავლენა და ზოდიაქოს ნიშნის თვისებები
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ