ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს შორის გვხვდებიან ყველაზე ცბიერი და ბოროტი ადამიანები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს შორის გვხვდებიან ყველაზე ცბიერი და ბოროტი ადამიანები
მათთვის ვინც ასტროლოგიაში ერკვევა ცნობილია ის ფაქტი, რომ ეს არის სფერო, რომელიც არამხოლოდ მომავლის მოვლენების პროგნოზირებაში გვეხმარება არამედ არის უნიკალური საშუალება საიმისოდ, რომ ადამიანი გაერკვეს საკუთარ თავში და იმუშაოს ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
ამიტომაც ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანების უმეტესობა განურჩევლად იმისა კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული, ფლობს უნარს იმუშაოს საკუთარ თავზე და როგორც საკუთარი ხასიათი, ისე გარშემო სამყაროც უკეთესობისკენ შეცვალოს. თუმცა, თავად ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე სხვადასხვა ინდივიდი, მეტ-ნაკლები დოზითაა მიდრეკილი აგრესიისა და სიბოროტისკენ. ზოგში ეს დონე მაღალია, ზოდიაქოს მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, ზოგი მარტივად ახერხებს აგრესიის გაკონტროლებას. თუმცა კონკრეტული სამეულიც არსებობს, ანუ ის ნიშნები, რომელთა შორის დაბადებულ ადამიანებშიც ყველაზე ხშირად გვხვდებიან გამოკვეთილად ცბიერი, აგრესიული და ბოროტი პიროვნებები.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც მართავს ვერძს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს მოთხოვნილებას, ყველგან და ყოველთვის საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად იომონ. ვერძები აგრესიულები და უტაქტოები არიან, ამასთანავე, უკონტროლო სიფიცხე, რომელიც მათ ახასიათებთ, ხშირად ხდება ვერძისთვის საზოგადოებაში საყოველთაოდ შერცხვენის წინაპირობა. თუმცა, არც ერთი ვერძი არ დარდობს ამ ფაქტზე დიდად. მათი უმეტესობა არ არის გამოკვეთილად ბოროტი და წყენის გულში ჩადებაც ტიპურ ვერძს არ ახასიათებს, თუმცა აგერსია, რომელსაც იგი ავლენს ურთიერთობაში სხვების მიმართ ხშირად აფრთხობს ადამიანებს და აიძულებს ვერძის ნიშნით დაბადებულისგან შორს დაიჭირონ თავი.

ქალწული - გონიერი, წინდახედული, გამჭრიახი ხალხის ზოდიაქოა. ქალწულს პლანეტა მერკური მართავს - აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ინტრიგების ხლართვასა და მანიპულაციაში ვერასოდეს გაეჯიბრებით. ამასთან ერთად, ქალწულები ცივი გონებით გამოირჩევიან და თუ ვინმემ აწყენინათ, იშვიათად ავიწყდებათ რამე როგორც ემოციურ, ისე მოვლენების დონეზე. ქალწული აგრესიული არ გახლავთ, თუმცა სიბოროტით შესაძლოა ბევრ სხვა ზოდიაქოს ნიშანს გაუსწროს, თუკი მან სისასტიკის გზაზე სიარული გადაწყვიტა. იგი პრაგმატული ადამიანია, რეალისტის ბუნებით. ამიტომ მისგან დანდობას ნუ ელით.

მორიელი - წინდახედული და ფრთხილია, ინტუიციური და გამჭრიახი. ამასთანავე, საოცრად აგრესიული და მებრძოლი შინაგანად. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერძის აგრესია და ქალწულის სიბოროტე სრულად გაერთიანდა მორიელში. შესაბამისად, ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მორიელის მტრობა ყველაზე სახიფათოა როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე სიყვარულში. მორიელს გასაოცარი მოთმინების უნარი, შენიღბულად მოქმედების ნიჭი და ხანგრძლივი ემოციური მეხსიერება აქვს. ამიტომ, თუკი ოდესმე ცხოვრებაში ფეხი კუდზე დაადგით (თუნდაც გაუცნობიერებლად), იგი ამას წლების მანძილზე დაიმახსოვრებს და უკიდურეს შემთხვევაში ჯეროვან სამაგიეროსაც გადაგიხდით მაშინ, როცა ამას მისგან ყველაზე ნაკლებად ელით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ