ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანების ერთი, მთავარი, ყველაზე საუკეთესო და "ბაჯაღლო" თვისება
ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანების ერთი, მთავარი, ყველაზე საუკეთესო და "ბაჯაღლო" თვისება
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათის ორი მხარე -
დადებითი და უარყოფითი. მთავარი კი ის არის, რომელ ერთს უფრო "ამუშავებს" ცხოვრებაში იგი. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და კარგი ადამიანები არ არსებობენ. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, ვისაც მარტივად გამოსდის იყოს ცუდი და არც ცდილობს საკუთარ თავში დადებითი თვისებების წამოწევას. არადა, დადებითი თვისებები იცოცხლე ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია ბლომად. მათ შორის კი თითოეულ მათგანს აქვს ერთი, განსაკუთრებული და "ბაჯაღლო" თვისება, ის რითაც იგი დანარჩენ "თანამეზოდიაქოვეებს" ჯობია...

ვერძის საუკეთესო თვისება უბოროტობაა. ეს ხალხი არასოდეს ფიქრობს შურისძიებაზე და მალე ავიწყდება წყენა.

კუროს საუკეთესო თვისება არის საიმედოობა. კუროები საოცრად ერთგული ხალხია. სიკვდილამდე.

ტყუპის საუკეთესო თვისება არის სიმსუბუქე. არ არსებობს ტყუპი, რომელიც დაგღლით და თავს მოგაბეზრებთ საკუთარი პრობლემებით.

კირჩხიბის საუკეთესო თვისება ზრუნვის ნიჭია. კირჩხიბზე მოსიყვარულე ადამიანს ვერსად ნახავთ მთელ მსოფლიოში.

ლომის საუკეთესო თვისება სიკეთეა. ლომებს უზომოდ დიდი გული აქვთ და ყველა ეტევა მათ გულში.

ქალწულის საუკეთესო თვისებაა პასუხისმგებლობა. არ არსებობს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა არ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.

სასწორის საუკეთესო თვისებაა სამართლიანობა. სასწორი არასოდეს დაიჭერს უსამართლო ადამიანების მხარეს.

მორიელის საუკეთესო თვისებაა ბრძოლისუნარიანობა. მორიელები ყველაზე დიდი ცხოვრებისეული სირთულეების წინაშეც კი არ იხრიან ხოლმე ქედს.

მშვილდოსნის საუკეთესო თვისებაა გულუხვობა. არ არსებობს ბუნებაში მეწვრილმანე და ძუნწი მშვილდოსანი.

თხის რქის საუკეთესო თვისებაა ამტანობა. თხის რქას შეუძლია ახლობელი ადამიანების ტვირთიც კი იკისროს საკუთარ თავზე.

მერწყულის საუკეთესო თვისებაა ლოიალურობა. მერწყული არასოდეს განსჯის ადამიანებს.

თევზების საუკეთესო თვისებაა თანადგომა. თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გაგება და მიტევება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
ადამიანები უნიკალური ინდივიდები არიან. ამიტომ ვიღაცას
სხვა სიახლეები
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ფულსა და სიმდიდრეს
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
ასევე დაგაინტერესებთ