როგორ ურთიერთობას შემოგთავაზებთ მამაკაცი სამომავლოდ - ამას მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
როგორ ურთიერთობას შემოგთავაზებთ მამაკაცი სამომავლოდ - ამას მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
ალბათ ნებისმიერ ქალს ტანჯავს იმაზე ფიქრი როგორ ამოიცნოს ახალგაცნობილ მამაკაცში ამ უკანასკნელის სამომავლო გეგმები და მიზნები. რამდენად შეიძლება ვენდოთ ახალი თაყვანისმცემლის გულწრფელობას... მამაკაცებს ხომ (ზოგადად ადამიანებსაც) ორსახოვნება და ორმაგი თამაშის სიყვარული ხშირად ახასიათებთ... ასტროლოგები ამ მხრივ ზოგად ინსტრუქციას გვთავაზობენ იმის გასაგებად, თუ რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი რისკენ მიისწრაფვის, თუნდაც მოკლევადიანი ფლირტისას... რომელია მათ შორის ქალებზე მონადირე მაჩო, რომელი რომანტიკოსი და რომელი მეოჯახე... ამას თქვენი რჩეულის დაბადების მონაცემებით გაარკვევთ..

მაშ ასე, თუკი სერიოზული ურთიერთობა გსურთ და ოჯახისკენ მიისწრაფვით იდეალურია, თუკი თქვენი ნაცნობი კირჩხიბი, კურო, თხის რქა ან ქალწული აღმოჩნდა... მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც, რომ ეს კაცი ურთიერთობას უცებ არ გაასერიოზულებს. მას დრო და დაკვირვება სჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

თუკი საკურორტო რომანს, დროებით გასართობს ან უბრალოდ კარგ კომპანიონს ეძებთ მოგზაურობისას ან ღამის კლუბში ამ კუთხით ვერძი, მშვილდოსანი, სასწორი, ტყუპი ან მერწყული გამოგადგებათ. ამგვარ კაცებს უპრობლემო და მოკლევადიანი ურთიერთობები ურჩევნიათ ყველაფერს.

ორმაგი თამაშისკენ არიან მიდრეკილნი ურთიერთობაში მორიელები და თევზები. ამიტომ სანამ ოცნების კოშკებს ააგებდეთ, კარგად გადაამოწმეთ თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ცოლიანი ხომ არაა? თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მძაფრი ემოციების გადატანა მაინც მოგიხდებათ; იმის გამო, რომ თქვენი ინტერესის ობიექტს სიყვარული ემოციების ზღვასთან აქვს გაიგივებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ