ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები რჩებიან მარტო
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები რჩებიან მარტო
პარტნიორის ყოლის საკითხი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ინდივიდუალური თემაა. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც გარკვეული ხასიათის თვისებებს ფლობს - ისეთს, რომელიც ხელს უშლის მას მთელი ცხოვრების მანძილზე ოჯახი შექმნას. ზოგის შემთხვევაში ეს უიღბლობაა, ზოგის შემთხვევაში ნებაყოფლობითი არჩევანი. ასტროლოგებს კი ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკა გააჩნიათ...


ქალწული - როცა საქმე პრეტენზიულობაზე მიდგება, ალბათ არ არსებობს ნიშანი, რომელიც ქალწულს ამ კუთხით გაეჯიბრება. ზოგადად ქალწულებს შორის, იდეალურ მეუღლეებსა და პარტნიორებსაც ხშირად ვხვდებით. თუმცა, სანამ იგი ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამს, ათასგზის აწონ-დაწონის, მომვალ ცოლს/ქმარს ლუპით დააკვირდება და თუკი მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი ასე თუ ისე მაინც შეესაბამება მის მიერ შემუშავებულ "სტანდარტებს" მხოლოდ ამის მერე მიიღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. იდეალური ადამიანები კი მოგეხსენებათ არ არსებობენ და არც იდეალურთან ასე თუ ისე მიახლოებული ინდივიდებით გვანებივრებს სამყარო. ამიტომ ქალწულები ხშირად, სავსებით გააზრებულად ირჩევენ მარტოობას. ნაცვლად იმისა, რომ მეორე ნახევრის ნაკლოვანებებს შეეგუონ ან სცადონ მაინც ეს უკანასკნელი გამოსწორების გზაზე დააყენონ.

მშვილდოსანი - მისი მარტოობის მიზეზი ძირითადად თავისუფლების წრეგადასული სიყვარულია. თუმცა, სანამ იგი ამ კონკრეტულ კონდინციამდე მივა, ბევრჯერ მოასწრებს უღელში თავის ნებაყოფლობით გაყოფა-გამოყოფას. რის შედეგადაც აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ საბოლოო ჯამში მარტოობას და დამოუკიდებელ არსებობას არაფერი სჯობია. ცხოვრების ბოლოს ბევრი მშვილდოსანი ატარებს მოგზაურობა-ხეტიალში ან ცხოველების გარემოცვაში. იმიტომ რომ ადამიანებთან კონტაქტისგან ისინი უკვე იღლებიან. თუმცა, აბსოლუტურ ვაკუუმს ამ მხრივ მაინც არასოდეს უქმნიან საკუთარ თავს. უბრალოდ ცდილობენ, მომაბეზრებელი ვალდებულებები და მოვალეობები მინიმუმამდე დაიყვანონ.

თხის რქა - ყველაზე ხშირად მისი მარტოობის მიზეზი კარიერა და პროფესიული საქმიანობაა. თხის რქები უზომოდ მუყაით და ამტან ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან. ამიტომ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის აქვთ მიზანი, რომლისკენაც მუხლჩაუხრელი შრომითა და გასაოცარი სიჯიუტით მიიწევენ წინ. გასაკვირი არაა რატომ იკავებენ ისინი უკვე მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში სოლიდურ თანამდებობებს და საკვანძო პოზიციებს სამსახურში. სამაგიეროდ, მოვალეობის გრძნობა, რომელსაც ისინი პროფესიული საქმიანობის გამო უწესებენ საკუთარ თავს, ხშირად ხდება მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი პირადი ბედნიერების საპოვნელად. ისინი ხშირად სავსებით ნებაყოფლობით აკეთებენ არჩევანს საყვარელ ადამიანსა და სასურველ კარიერულ წინსვლას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ამიტომ ხანდაზმულ ასაკში თხის რქის მარტოობა, სრულიად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილიც კია. უფრო მეტიც, იგი სავსებით მზადაა ასეთი ხვედრისთვის და არც არასოდეს იცოდებს თავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ