დამნაშავეა ზოდიაქოს ნიშანი - უსაქმური ქალების ოქროს ხუთეული
დამნაშავეა ზოდიაქოს ნიშანი - უსაქმური ქალების ოქროს ხუთეული
ქალების დიასახლისობისადმი მიდრეკილება, ხშირად მათი ხასიათის მთავარ შტრიხებსა და ფსიქოტიპს ეფუძნება. ამიტომ ერთს თუ სისუფთავე და წესრიგი სისხლში აქვს გამჯდარი, მეორე არაფრად აგდებს არეულ-დარეულ სახლს და ხშირად შემოქმედებით ქაოსში ცხოვრება ურჩევნია, სიმეტრიულად დალაგებულ-დაწკრიალებულ საცხოვრებელს. უფრო მეტიც, არსებობენ ისეთი ინდივიდებიც, ვისთვისაც ოჯახი და ზოგადად საოჯახო საქმეები მომაკვდინებელ რუტინასთან ასოცირდბეა.

ვერძი
სანიმუშო დიასახლისების რიგს რომ არ მიეკუთვნება, ამას ნებისმიერი ვერძი ქალი სიხარულით აღიარებს. თუმცა, თუ მაინც უწევს წესრიგის დამყარება ქალი ვერძი სწრაფად და დინამიკურად ატარებს ამგვარ სამუშაოებს. რეცხავს, ხეხავს, მტვერსასრუტს აგუგუნებს. პარალელურად აუთოებს და მტვერსაც წმინდავს. სამაგიეროდ, შემდგომი ორი კვირა შეუძლია თავი მთლიანად მიუძღვნას პროფესიულ საქმიანობას.

ტყუპი
ქალი ტყუპი სწრაფი, დინამიკური და მოქნილია. სახლის დალაგებას იგი, როგორც წესი, ოთახების განიავებითა და მტვერის გადაწმენდით იწყებს. თუმცა, ამ საქმიანობის იქეთ მისი შემართება ხშირად ვეღარ ქაჩავს. მართალია, პერიოდულად მაინც უწევს საკუთარ ნივთებს, სამოსსა და საქმიან ქაღალდებს შორის გარკვეული წესრიგის დამყარება, ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე (ოდესმე ხომ უნდა იპოვოს სადღაც გაბნეული მობილური ტელეფონი?).

ლომი
ძალიან უჭირს საკუთარ თავს დიასახლისობა დააძალოს. რა მისი ბრალია თუ შინაგანად თავს დედოფლად აღიქვამს და ყოველთვის იმედი აქვს, რომ სახლს თუ დედამთილი არა საიდანღაც მოსული ზღაპრული ჯუჯები დაულაგებენ. ერთადერთი მომენტი, როცა ლომ ქალს სახლის დალაგება უხარია, არის მისი საკუთარი დაბადების დღის წინა საღამო. დღესასწაულისთვის მზადება ხომ დედოფლისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტია.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალები ალბათ ყველაზე მეტად ვერ იტანენ საოჯახო საქმეებს დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ქალი მშვილდოსნის სახლში, როგორც მის ჭეშმარიტად ფილოსოფიურ აზროვნების უნარს შეეფერება, მუდმივად მეფობს გლობალური ქაოსი.

მერწყული
შემოქმედებითი, უზომოდ კრეატიული და არაპროგნოზირებადი ქალია. აქედან გამომდინარე, სირცხვილიც კია კაცმა მას სახლში წესრიგის დაცვა და ტრადიციული დიასახლისის როლის მორგება მოსთხოვოს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი იმპროვიზაციის უნარი გააჩნია კულინარიაში და მის სამზარეულოში არსებულ ქაოსს ამ ფონზე ვერც კი შეამჩნევთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ