თუკი მამაკაცს აღარ ვაინტერესებთ - ანუ როგორ მივხვდეთ, რომ გადავუყვარდით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუკი მამაკაცს  აღარ ვაინტერესებთ - ანუ როგორ მივხვდეთ, რომ გადავუყვარდით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცები ბუნებით მონადირე ინდივიდები არიან, ამის შესახებ ნებისმიერმა ქალმა იცის... ოღონდ იცის მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკაში კი ხშირად ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს სჯერა, რომ მისი რჩეული არასოდეს დაკარგავს ინტერესს ამ უკანასკნელის მიმართ. არა, თქმა არ უნდა, ერთგული და მონოგამიური კაცებიც არსებობენ, თუმცა მათ სიყვარულსაც სჭირდება მოვლა და ახალ-ახალი ემოციებით გამოკვება. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი "სიმპტომები" შეამჩნიეთ თქვენს ძვირფასს, სასწრაფოდ დაიწყეთ რეაგირება!

ასე მაგალითად - ცეცხლის სტიქიის მამრებს: ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს ინტერესის დაკარგვას იმით შეატყობთ, რომ მათი მხრიდან თქვენი "დევნის" და ყველა ფეხის ნაბიჯის კონტროლის მანია შესუსტდება. თუკი საყვარელი მამაკაცი აღარ გირეკავთ წამში ათასჯერ და არ ინტერესდება სად ხართ, რას აკეთებთ და ვისთან ერთად, იცოდეთ, ის თქვენ მიმართ გაცივდა და დიდი ალბათობით, სხვა უფრო საინტერესო ობიექტი აღმოაჩინა.

მიწის სტიქიის ნიშნები ცოტა სხვანაირად გამოხატავენ გულის აცრუებას. კურო, ქალწული და თხის რქა
ცეცხლის სტიქიის თანამოძმეებივით არ მოიქცევიან. მათ უყვართ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ამიტომ თუკი იგი ხანგრძლივად და ავბედითად დუმს, ყველაფერი ამის შემდეგ კი სერიოზულ საკითხებზე სასაუბროდ გეპატიჟებათ იცოდეთ - თქვენი ერთად ყოფნა ეჭვის ქვეშ დგება.

რაც შეეხება წყლის სტიქიის ნიშნებს - მორიელს, კირჩხიბს და თევზებს. მათ შესაძლოა გრძნობა გაუქრეთ, მაგრამ მესაკუთრული ინსტინქტები ძნელად გაუქრებათ თქვენთან მიმართებაში. ამიტომ ხანგრძლივად არ დაარქმევენ ისინი თქვენს შორის არსებულ კავშირს სახელს და გაგიჭირდებათ მათგან რაიმეს გარკვევა. თუმცა, სიმპტომები იმისა, რომ ასეთი კაცი თქვენ მიმართ გაცივდა არის მისი უმიზეზო აგრესია და ეჭვიანობა.

დაბოლოს, ჰაერის ნიშნები - ტყუპი, მერწყულები და სასწორები ცოტა არაორდინალურად ამჟღავნებენ ურთიერთობაში გაცივებას. მათ შეუძლიათ რაღაც პერიოდის მერე სულაც მობრუნება. ამიტომ ყოფილთან ყოველთვის იტოვებენ მეგობრულ კავშირებს და მიმოწერას. შესაბამისად, თუკი თქვენი რჩეული გთავაზობთ ურთიერთობის კომუნიკაციის დონეზე შენარჩუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მობეზრდით, თუმცა განიხილავს სამომავლოდ ისევ თქვენით დაინტერესებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ