ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უმართლებთ ყველაზე მეტად ფინანსურად და ბიზნესში 2017 წლის მანძილზე
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უმართლებთ ყველაზე მეტად ფინანსურად და ბიზნესში 2017 წლის მანძილზე
თუკი ასტროლოგიურ პერიპეტიებში ასე თუ ისე ერკვევით, გეცოდინებათ, რომ ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს როგორც ნეგატიურს, ისე პოზიტიურს, ხშირად განაპირობებს პლანეტების განლაგება ამა თუ იმ კონკრეტულ ნიშანში მოცემული ტრანზიტისას. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნაც, რომ ადამიანი საკუთარი ბედის მჭედელი თავად არის და პლანეტების განლაგება, მარტოოდენ დამხმარე ფუნქციას ასრულებს საიმისოდ, რომ მან საკუთარი ცხოვრება მაქსიმალურად წარმატებით წარმართოს. 2017 წელს ასტროლოგები ზოგადად ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, მეტ-ნაკლებად პოზიტიურ წლად მოიაზრებენ, როგორც პირადი, ისე ფინანსური ცხოვრების თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ წელსაც ეყოლება საკუთარი "ფავორიტები"

წლის ფავორიტი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორიელი იქნება. უკვე 2017 წლის მეორე ნახევრიდან - კერძოდ ოქტომბრიდან, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რეალურად მიეცემათ შანსი ფრთები შეასხან ყველაზე თამამ პროექტებსა და წამოწყებებს. პლანეტა იუპიტერი, რომელიც 2017 წელს მორიელის ზოდიაქოში გადადის აუცილებლად მისცემს მორიელებს ფორას საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორონ ან სულაც გამდიდრების პოტენციალს გამოკრან ხელი.

კიდევ ერთი ფავორიტი წლის პირველ ნახევარში სასწორია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ლამის შემოდგომის მიწურულამდე პლანეტა იუპიტერი მფარველობს, რომელიც ზუსტად რომ სასწორის ნიშანშია მოცემულ ვადამდე. სასწორებს ფინანსურ მატებასთან ერთად ელით ცნობადობის ზრდა და პროფესიული პოპულარობა. აღარაფერს ვამბობ თაყვანისმცემლების სიმრავლესა და სასიყვარულო რომანების სიუხვეზე, რომლითაც ზოდიაქოს ამ ნიშანს აქტიურად დააჯილდოებს იუპიტერი.

დაბოლოს, შესანიშნავი პერიოდი დგება ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. განსაკუთრებით კი წლის მეორე ნახევარში - კერძოდ ივნისიდან, როცა თეთრი მთვარე იგივე სელენა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს. ძალიან ბევრი ტყუპის ცხოვრებაში შესაძლოა 2017 წელმა მოიტანოს რეალური წინსვლა და წარმატება პროფესიულ სფეროში. ასევე შემოსავლების მატების ალბათობა და უკვე არსებული პროექტებიდან ფინანსური სარგებლის მიღების შანსი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ